Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13949
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2013-03-26T13:22:37Z-
dc.date.available2013-03-26T13:22:37Z-
dc.date.issued1911-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/13949-
dc.descriptionმარცხნიდან მარჯვნივ: კ. რევაზიშვილი. ზის: სანდრო კავსაძე და ვ. უზნაძეen_US
dc.description.abstractკავსაძე სანდრო გრიგოლის ძე - ლოტბარი, მომღერალი. სიმღერა მამამ შეასწავლა, გორის სასულიერო სასწავლებელში კი სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა: ლოტბარმა სანდრო სასწავლებლის გუნდში თავის მოადგილედაც დანიშნა. ამავე გუნდში მღეროდა სოსო ჯუღაშვილიც (იოსებ სტალინი). თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტად მიიწვიეს; უკვე 1893 წელს 19 წლის სანდრომ ხოლო 1896 წელს სანდრო კავსაძემ უკვე თბილისში ჩამოაყალიბა გუნდი. პარალელურად, ილია წინამძღვრიშვილს - ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს - სანდრო კავსაძე აქ სიმღერა-გალობის მასწავლებლად მიუწვევია. დიდ ილიას, თურმე, განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული "ურმული" და "ოროველა". 1897 წელს ფოთის ქალაქის თავმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ და პულიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ, სოფრომ მგალობლიშვილის რჩევით, სანდრო ფოთში გამოიძახა და მას სახელდახელოდ გუნდის შექმნა სთხოვა. 900-იან წლებში სანდრო სონია ციციშვილზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა სამი შვილი - გიგუშა, დათაშკა და რიტა (მარგარიტა). 1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი ძმისწულს, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულ მიხეილ კავსაძეს გადასცა, თავად კი სამუშაოდ ჭიათურაში გადავიდა. ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელთა გუნდების გარდა, სანდრო გუნდებს აყალიბებს საჩხერეში, ზესტაფონსა და ქუთაისში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1935 წელს სანდრო იმერეთიდან თბილისში გადმოიყვანეს და დეკადისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის შექმნა-მომზადება დაავალეს. მოადგილედ უმცროსი ვაჟი დათაშკა დაუნიშნეს. ქორეოგრაფიულ ნაწილს ილიკო სუხიშვილი უძღვებოდა. თბილისში დაბრუნებული სანდრო კავსაძის გუნდი მალე საგასტროლოდ ლენინგრადში მიიწვიეს. ამ პერიოდში გუნდმა ოცზე მეტი სიმღერა ჩაწერა. მალე სანდრო მძილედ დასნეულდა და 1939 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.en_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectგუნდიen_US
dc.subjectხალხური სიმღერაen_US
dc.subjectკავსაძე, ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე (1874-1939)en_US
dc.subjectრევაზიშვილი, კ.en_US
dc.subjectუზნაძე, ვ.en_US
dc.titleსანდრო კავსაძე, ვ. უზნაძე და კ. რევაზიშვილი ხალხური სიმგერის გუნდთან ერთადen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderკახი კავსაძეen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
kaxi kavsadze_002_recto.jpgრექტო266.6 kBJPEGThumbnail
View/Open
kaxi kavsadze_003_recto.jpgვერსო160.93 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.