ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13958
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2013-03-26T13:51:39Z-
dc.date.available2013-03-26T13:51:39Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/13958-
dc.descriptionმარცხნიდან: თამარ (კაკალა) ცაგარეიშვილი, იმერი კავსაძე (ხელში უჭირავს თამარს), კახი კავსაძე, დავით (დათაშკა)კავსაძე. გადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractდათაშკა კავსაძე - ლოტბარი, მომღერალი. 14 წლიდან ლოტბარობდა დათაშკა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს. სკოლის დამთავრებისთანავე დაინიშნა შორაპნის რკინიგზის სკოლაში სიმღერის მასწავლებლად, მომდევნო წელს კი ქუთაისის ვაჭრობის მუშაკთა კლუბში, მომღერალთა გუნდის ლოტბარად. თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სადირიჟორო ფაკულტეტზე გადავიდა. ამავე დროს ხელმძღვანელობდა თბილისის სკოლების, ტექნიკუმებისა და მუშფაკების გუნდებს. 1929 წლიდან ძმები - გიგუშა და დათაშკა კავსაძეები - სანდრო კავსაძის ტყიბულის მაღაროელთა გუნდის წამყვანი ხმები იყვნენ. 1937 წლის მიწურულს მოსკოვში ქართული კულტურისა და ხელოვნების პირველი დეკადა გაიმართა. დეკადისთვის მზადება 1935 წლიდან დაიწყო და სანდროს, უკვე ოფიციალურად, მოადგილედ დათაშკა დაუნიშნეს. დეკადაზე გუნდი წარმატებით გამოვიდა. 1937-1939 წლები დიდი ტრიუმფი იყო აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდისათვის. მამის მძიმე ავადმყოფობის გამო გუნდს, ფაქტობრივად, დათაშკა ხელმძღვანელობდა. იმერი კავსაძე - ოპერის თეატრის სოლისტი 18 წელია პოლონეთში მოღვაწეობს და კრაკოვის თეატრის ქართველი ტენორიაen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectკავსაძე, კახი დავითის ძე (1935)en_US
dc.subjectკავსაძე, იმერი დავითის ძეen_US
dc.subjectკავსაძე, დავით (დათაშკა) სანდროს ძე (1907-1952)en_US
dc.subjectცაგარეიშვილი, თამარ (კაკალა)en_US
dc.titleკახი კავსაძე ძმასთან და მშობლებთან ერთადen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderკახი კავსაძეen_US
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kakhi_Kavsadze_mshoblebtan_ertad_recto.jpg691.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება