Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14065
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2013-03-28T11:35:09Z | - |
dc.date.available | 2013-03-28T11:35:09Z | - |
dc.date.issued | 1924 | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/14065 | - |
dc.description | პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: გიგუშა და დათაშკა კავსაძეები. მეორე რიგში მარცხნიდან სხედან: კოლა, სანდრო და მიშა კავსაძეები. მესამე რიგში მარცხნიდან დგანან: ვასო კობახიძე, ნოე ცქიტიშვილი, კოწია ინასარიძე, კუსა ვაშაძე, მინა დვალი | en_US |
dc.description.abstract | გიგუშა სანდროს ძე კავსაძე - მომღერალი, ლოტბარი, კავსაძეების მუსიკალური გვარის ბრწყინვალე წარმომადგენელი.გიგუშა და მისი ძმა დათაშკა ქართლ-კახური სიმღერების განუმეორებელი შემსრულებლები და გამორჩეული ლოტბარები იყვნენ. გიგუშა დაიღუპა ქერჩში. დათაშკა კავსაძე - ლოტბარი, მომღერალი. 14 წლიდან ლოტბარობდა დათაშკა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს. სკოლის დამთავრებისთანავე დაინიშნა შორაპნის რკინიგზის სკოლაში სიმღერის მასწავლებლად, მომდევნო წელს კი ქუთაისის ვაჭრობის მუშაკთა კლუბში, მომღერალთა გუნდის ლოტბარად. თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სადირიჟორო ფაკულტეტზე გადავიდა. ამავე დროს ხელმძღვანელობდა თბილისის სკოლების, ტექნიკუმებისა და მუშფაკების გუნდებს. 1929 წლიდან ძმები - გიგუშა და დათაშკა კავსაძეები - სანდრო კავსაძის ტყიბულის მაღაროელთა გუნდის წამყვანი ხმები იყვნენ. 1937 წლის მიწურულს მოსკოვში ქართული კულტურისა და ხელოვნების პირველი დეკადა გაიმართა. დეკადისთვის მზადება 1935 წლიდან დაიწყო და სანდროს, უკვე ოფიციალურად, მოადგილედ დათაშკა დაუნიშნეს. დეკადაზე გუნდი წარმატებით გამოვიდა. 1937-1939 წლები დიდი ტრიუმფი იყო აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდისათვის. მამის მძიმე ავადმყოფობის გამო გუნდს, ფაქტობრივად, დათაშკა ხელმძღვანელობდა. სანდრო კავსაძე - მომღერალ-მგალობელთა ცნობილი გვარის შთამომავალი ქართლ-კახურ სიმღერა-გალობას ბავშვობიდან ეზიარა. ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გორის სასულიერო სემინარიაში სანდრო სიმღერა-გალობის ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა. მოგვიანებით იგი ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებულ გუნდში, სოლისტად მიიწვიეს.1894 წელს თავად სანდრო ქმნის მეორე გუნდს, სადაც ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე მღეროდნენ. 1897 წელს სანდრო კავსაძემ ფოთში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით შექმნა გუნდი, რომელმაც საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა.1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი თავის ძმის შვილს მიხეილ კავსაძეს გადასცა, თვითონ კი საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. იგი აარსებს გუნდებს ჭიათურაში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ტყიბულში. 1935 წლიდან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გუნდი ტრიუმფალურად გამოვიდა. დეკადიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ სანდრო კავსაძე უკურნებელმა სენმა შეიპყრო, მას სრულიად დაეკარგა ხმა, შემდეგ თანდათან დაუძლურდა და 1939 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. მიშა კავსაძე - მომღერალი, ლოტბარი. მომღერალ-მგალობელთა ცნობილი გვარის წარმომადგენელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | გუნდი | en_US |
dc.subject | ხალხური სიმღერა | en_US |
dc.subject | კავსაძე, ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე (1874-1939) | en_US |
dc.subject | კავსაძე, დავით (დათაშკა) სანდროს ძე (1907-1952) | en_US |
dc.subject | კავსაძე, გიგუშა სანდროს ძე (1905 - 1942) | en_US |
dc.subject | კავსაძე, მიხეილ (მიშა) ლონგინოზის ძე (1880-1951) | en_US |
dc.subject | კობახიძე, ვასო | en_US |
dc.subject | ცქიტიშვილი, ნოე | en_US |
dc.subject | ინასარიძე, კოწია | en_US |
dc.subject | ვაშაძე, კუსა | en_US |
dc.subject | დვალი, მინა | en_US |
dc.subject | კავსაძე, კოლა | en_US |
dc.title | ქართული ხალხური სიმღერის გუნდი სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | კახი კავსაძე | en_US |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Sandro_kavsadzis_gundi_recto.jpg | რექტო | 491.61 kB | JPEG | View/Open |
Sandro_kavsadzis_gundi_verso.jpg | ვერსო | 277.13 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.