Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14279
Title: ერმალო მინას ძე ჯაფარიძე წყნეთში
Keywords: პორტრეტი
ჯაფარიძე, ერმალო მინას ძე
Abstract: ერმალო ჯაფარიძე - დაიბადა 1911 წელს ონის რაიონის სოფელ სევაში. სკკპ წევრია 1939 წლიდან. 1934-1940 წლებში მუშაობდა ინჟინრად, მთავარ ინჟინრად სამრეწველო საწარმოებში, 1940 წლიდან 1944 წლამდე _ ბორჯომის შუშის ქარხნის დირექტორად, 1944-1950 წლებში ტრესტ "საქმინწყლების" მმართველად. 1951 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მსუბუქი და კვების მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1952-1954 წლებში ერმალო ჯაფარიძე მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლად სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან. 1955-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის მსუბუქი და კვების მრეწველობის განყოფილების გამგედ, მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კონტროლის კომისიის თავმჯდომარედ. 1962 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და მშენებლობის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ და მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ. 1963-1964 წლებში საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე. 1965 წლიდან საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: თინათინ სიხარულიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L-032.jpg173.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.