Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/144394
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.author | Сакуна, И. | - |
dc.coverage.spatial | რიონის ჰიდროელექტროსადგური, რიონჰესი – საქართველოს ჰიდროელექტროსადგური მდინარე რიონზე. მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1927-1928 წლებში. საპროექტო სიმძლავრე – 48000 კვტ, წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ-სთ. პირველი ორი აგრეგატი ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს, ხოლო III და IV აგრეგატი – 1934 წელს. ამავე წლის 30 ივლისს რიონის ჰიდროელექტროსადგური გადაეცა საექსპლუატაციოდ. 1934 წლიდანვე განხორციელდა რიონჰესისა და ზაჰესის პარალელური მუშაობა და შეიქმნა საქენერგოს სისტემა. 1951 წლიდან რიონის ჰიდროელექტროსადგურის მართვის სისტემა ავტომატურია. 1935-1983 წლებში რიონის ჰიდროელექტროსადგურმა გამოიმუშვა 13,3 მლრდ. კვტ.სთ ელექტროენერგია. | - |
dc.coverage.spatial | გუმათჰესების კასკადი - ჰიდროელექტროსადგურები (გუმათჰესი I და გუმათჰესი II) დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ქუთაისიდან 7 კმ დაშორებით (გუმათჰესის მარცხენა დასახლება), მიეკუთვნება რიონის ჰესების კასკადს. ერთდროულად იყენებს როგორც მდინარე რიონს 12 კმ-იანი მონაკვეთს (სოფ. ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე), ისე მასში გადაგდებულ მდ. ცხენისწყლის ნაწილს. | - |
dc.date.accessioned | 2016-03-07T09:49:39Z | - |
dc.date.available | 2016-03-07T09:49:39Z | - |
dc.date.issued | 1969 | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/144394 | - |
dc.description | ჰესებმა გამოიმუშავეს (მლნ. კვტ·სთ): 1956 წ. — 46,6; 1960 წ. — 314,0; 1965 წ. — 343,8; 1970 წ. — 423,3; 1975 წ. — 334,4; 1980 წ. — 330,0; 1985 წ. — 330,6; 1990 წ. — 211,7; 1995 წ. — 179,0; 2000 წ. — 176,6; 2005 წ. — 203,0; 2010 წ. — 329,7 ელექტროენერგია. 1996 წლის 22 ნოემბერს გუმათის ჰიდროელექტროსადგურების ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „გუმათჰესების კასკადი“, სადგური ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. | - |
dc.description.abstract | გუმათჰესების კასკადი — ჰიდროელექტროსადგურები (გუმათჰესი I და გუმათჰესი II) დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ქუთაისიდან 7 კმ დაშორებით (გუმათჰესის მარცხენა დასახლება), მიეკუთვნება რიონის ჰესების კასკადს. ერთდროულად იყენებს როგორც მდინარე რიონს 12 კმ-იანი მონაკვეთს (სოფ. ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე), ისე მასში გადაგდებულ მდ. ცხენისწყლის ნაწილს. გუმათჰესების ორსადგურიანი კასკადის პროექტი შედგენილი იყო 1953 წელს. გუმათჰეს I-ის პირველი აგრეგატი საექსპლუატაციოდ გაუშვეს 1958 წლის ოქტომბერში, ბოლო აგრეგატი — იმავე წლის დეკემბერში. ძირითადი ჰიდროტექნიკური ნაგებობებია ბეტონის გრავიტაციული ტიპის კაშხალი, ჰესის სადაწნეო შენობა და გუმათჰეს II-ის სადერივაციო არხში გარდამავალი უბანი. ბეტონის გრავიტაციული კაშხალი (სიმაღლე — 52,5 მ, სიგრძე 209,5 მ) წყალს სწევს 30 მ სიმაღლეზე და ქმნის 39 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს (აქედან სასარგებლო მოცულობაა 13 მლნ. მ³), რომელიც საკმარისია ორივე ელექტროსადგურის დღეღამური რეგულირებისათვის. გუმათჰეს I-ში დაყენებულია 4 ჰიდროაგრეგატი. თითოეული 11000 კვტ სიმძლავრისაა. ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 44000 კვტ, მაქსიმალური დაწნევა — 26 მ, მინიმალური — 23 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი — 0,61, საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება — 256 მლნ. კვტ·სთ, 1 მეგვტ-ზე წყლის ხვედრითი ხარჯი — 4,864 მ³/წმ. გუმათჰეს I-ში ნამუშევარი წყალი 1836 მ სიგრძის დერივაციული არხით მიდის გუმათჰეს II-ის ტურბინებში. გუმათჰეს II-ის პირველი აგრეგატი გაუშვეს 1956 აპრილში, ბოლო — იმავე წლის ივნისში. ელექტროსადგური მუშაობს გუმათჰეს I-ის ნამუშევარი წყლით. ძირითადი ჰიდროტექ. ნაგებობებია დერივაციული არხი, სადაწნეო საკანი (არხის ბოლოს), ჰესის შენობა და ნამუშევარი წყლის გადასაგდები არხი, რ-იც რიონჰესის კაშხლის ზედა ბიეფში ჩაედინება. გუმათჰეს II-ში დადგმულია 22800 კვტ საერთო სიმძლავრის 3 ჰიდროაგრეგატი. მაქს. დაწნევა — 13,4 მ, მინ. — 11,2 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი - 0,62, საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება - 138 მლნ. კვტ·სთ, 1 მეგვტზე წყლის ხვედრითი ხარჯი - 9,4 მ³/წმ. გუმათჰეს II ავტომატიზებული და ტელემექანიზებულია და გუმათჰეს I-თან სინქრონულად მუშაობს. | - |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ღია საფოსტო ბარათი | en_US |
dc.subject | ჰიდროელექტროსადგური | en_US |
dc.subject | Гидроэлектростанция на реке Риони | - |
dc.subject | ქუთაისი | - |
dc.subject | მდინარე რიონი | - |
dc.title | ჰიდროელექტროსადგური მდინარე რიონზე | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ლოლიტა ჭოლაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
lolita choladze019.jpg | რექტო | 430.1 kB | JPEG | View/Open |
lolita choladze020.jpg | ვერსო | 92.2 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.