Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14531
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2013-04-04T10:53:39Z-
dc.date.available2013-04-04T10:53:39Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/14531-
dc.descriptionგადაღების თარიღი უცნობიაen_US
dc.description.abstractნადეჯდა ამირეჯიბი - დედა -ელისაბედ (ლიზა) გიორგის ასული მაისურაძე ამირეჯიბისა, მამა-რევაზ დიმიტრის ძე ამირეჯიბი, მეუღლე - ცნობილი მწერალი პოლიო ირეთელი, ნადეჯდა ამირეჯიბის მამული იყო ქართლში, ამირეჯიბების სოფელ ავლევში, მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. შემდეგ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, იყო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, იცოდა უცხო ენები, იყო ლიტერატურის მოყვარული და კარგი მცოდნე, განათლებული, შინაგანად დახვეწილი ბუნების, გამორჩეული გარეგნობის მქონე, უმშვენიერესი ქალბატონი. ნადეჯდა ამირეჯიბის და მისი მეუღლის მწერალ პოლიო ირეთელის ოჯახში თბილისში კერესელიძის ქუჩაზე, იკრიბებოდნენ მათი მეგობრები; გალაქტიონ ტაბიძე, შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, გიორგი ქუჩიშვილი, ცნობილი ქართველი მოღვაწე და მწერალი იოსებ იმედაშვილი, მსახიობი ვიქტორ ნინიძე, მიხეილ წულუკიძე, ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი და სხვა. ნადეჯდა ამირეჯიბის პაპა გიორგი მაისურაძე იყო პირველი ქართველი მხატვარი რეალისტი და პირველი ქართველი რომელმაც განათლება მიიღო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, დიდი რუსი მხატვრის კარლ ბრიულოვის-სახელოსნოში. 1931 წელს გარდაიცვალა ნადეჯდა ამირეჯიბის მეუღლე პოლიო ირეთელი მაშინ მათი ქალიშვილი ცეცილია კალანდაძე 16 წლისა იყო. ნადეჯდა ამირეჯიბი მეუღლესთან პოლიო ირეთელთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე.-
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectამირეჯიბი, ნადეჟდა რევაზის ასული (1890-1939)en_US
dc.titleნადეჟდა (ნადია) ამირეჯიბიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderმარინა ელიოზიშვილიen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Amirejibi_nadejda_revazis_asuli_04_recto.jpg479.99 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.