ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14544
სათაური: ვახტანგ ელიოზიშვილი ძმასთან, გიორგი ელიოზიშვილთან და დეიდაშვილთან, რიმა ერისთავთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ელიოზიშვილი-ერისთავი, ვახტანგ (1909-1999)
ელიოზიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე (1908-1930)
ერისთავი, რიმა ნიკოლოზის ასული (1902-1982)
გამოცემის თარიღი: 1912
რეზიუმე: ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი - მხატვარი (ფერმწერი), ექიმი, ემიგრანტი. რიმა ერისთავი - რიმა ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი. რიმა დაარქვეს მათი ოჯახის მეგობრის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელიც მისი ნათლია იყო. რიმას მამა გარდაიცვალა 1907 წელს. დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც “Prencesse Rimma Eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს.
აღწერილობა: მარცხნიდან: ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი, გიორგი ელიოზიშვილი, რიმა ელიოზიშვილი
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eliozishvili_Eristavi_Vakhtang_Eliozishvili_Giorgi_Eristavi_Rima_recto.jpg455.96 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება