Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/148345
Title: | ქუთაისი. ძველი ფოსტის შენობა |
Keywords: | შენობა |
Description: | ქუთაისში ფოსტის ისტორია 1834 წლიდან იწყება, როდესაც რიონის მარჯვენა ნაპირზე, საეკლესიო მიწაზე, სადაც ადრე კაზაკთა პოსტი იყო, დაარსებულ იქნა საფოტო სადგური, რომელიც 1861 წელს დაიწვა. აღნიშნული ფოტა "ტელეგრაფის სადგური" ქალაქის ცენტრში გადიატანეს. ხოლო მოგვიანებით, გაურკვევლი მიზეზით, ფოსტა ინგლისის ქუჩაზე პოლკოვნიკ ჩოლოკაევის სახლში მუშაობდა. ადგილი სადაც აღნიშნული შენობაა აგებული, ადრე ლუკა ასათიანს ეკუთვნოდა, რომელიც 1886 წელს ანასტასია ალექსის ასულს გრამატინა-ერისთავისას (თავად კონსტანტინე სიმონის ძე ერისთავის მეუღლეს) მიყიდა. ამ უკანასკნელისგან 1894 წელს შენობა შეიძინა თბილისელმა ნინა ივანეს ასულ ტრიგონოვა-სვიმონოვისამ. სხვადასხვა დროს ამ შენობაში მოთავსებული იყო ქუთაისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა სამმართველო, გუბერნიის გლეხთა საკრებულო, გუბერნატორის კანცელარია, ქუთაისის საინჟინრო დისტანცია და ფოთის 201-ე ქვეითთა ასეული. არსებული ინფორმაციით, შენობა მხედრიონის დროს განადგურდა. საბჭოთა პერიოდში შენობაში რკინიგზის მე-12 სკოლა, მოგვიანებით კი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. ამ დროისთვის აღნიშნულ შენობაში დევნილები არიან შესახლებულნი |
Owner: | ლალი მიქაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
kutaisis dzveli postis shenoba.jpg | 243.85 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.