Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/14838
Title: | თავადი მიქელაძეები |
Authors: | Квитон, Г.Г. კვიტონი, გ.გ. |
Keywords: | ჯგუფური ფოტო მიქელაძეები მიქელაძე, ნინო პლატონის ასული (1880-1937) მიქელაძე, ალექსანდრე პლატონის ძე (1867-1928) მიქელაძე, მართა პლატონის ასული (1878-?) მიქელაძე, ბარბარე პლატონის ასული (1880-?) მიქელაძე, მარიამ პლატონის ასული (1882-1937) |
Abstract: | ნინო პლატონის ასული მიქელაძე - დაიღუპა რეპრესიების დროს. თავადი ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე - ჟანდარმერიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი. დაამთავრა თბილისის კადეტის კორპუსი და ალექსანდროვის სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობა მიიღო პორტარტურში იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1905 წლის 10 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი, ხოლო 1915 წლის 10 ივნისს - გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. სტანისლავის 1, 2 და 3 ხარისხის ორდენებით. ასევე - მედლებით: ვერცხლის იმპერატორ ალექსანდრე III მეფობის აღსანიშნავად, წითელი ჯვრის 1904-1905 წლებში იაპონიასთან ომის აღსანიშნავი, რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი. საზღვარგარეთული ორდენებით: სპარსეთის - ლომის და მზის III ხარისხის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის. მეუღლე - ბარბარე (ვარია) ისიდორეს ასული გაბაშვილი-მიქელაძისა, შვილი - მერი (მარია) მიქელაძე-ბაგრატიონისა (მხატვარი). მარიამ პლატონის ასული მიქელაძე - საბჭოთა და პარტიული მოღვაწე. იყო რეპრესირებული მეუღლესთან (ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი (1881-1937)) ერთად |
Description: | მარჯვნიდან: ნინა, ალექსანდრე, მართა, ვარვარა და მარია მიქელაძეები. ფოტო გადაღებული ვლადიკავკაზში. გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | ნინო ბაგრატიონი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
bagrationi_48.jpg | რექტო | 176.21 kB | JPEG | View/Open |
bagrationi_48_verso.jpg | ვერსო | 237.77 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.