Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/151925
Title: | ვანო მიდელაური, სერგო ქუთათელაძე და კოლია ქვარიანი |
Keywords: | ჯგუფური ფოტო ჭიდაობა მიდელაური, ივანე (ვანო) ქუთათელაძე, სერგო ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე (1900-1980) ვაჩნაძე, ირაკლი (კახელი) |
Abstract: | კოლია ქვარიანი - წარმოშობით ლეჩხუმელი კოლა ქვარიანი ქუთაისში, ვექილ ნესტორ ქვარიანის ოჯახში. ქუთაისში დაამთავრა გიმნაზია. 1910 წელს დაუწყო ჭიდაობა. მალე კლასიკურ ჭიდაობაში დაოსტატდა და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა. 1927 წელს კოლა მოსკოვში ჩავიდა, ივან პოდუბნიმ კოლა ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა და სახელიც მალე გაითქვა. ლონდონში შეხვდა გიმნაზიის მეგობარი, მერაბ კვიტაშვილი, რომელიც იქ 1919 წლიდან ცხოვრობდა. როცა ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა, კანადაში მიიწვიეს. დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოს, ქართულ-ამერიკულ ლიგას. აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, არასოდეს აკლდებოდა ქართულ შეკრებებსა და ღონისძიებებს. გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 79 წლის ასაკში. სერგო ქუთათელაძე - ქუთაისელი იმრესარიო. ვანო მიდელაური - მოჭიდავე. ირაკლი ვაჩნაძე - მოჭიდავე |
Description: | მარცხნიდან მეორე ზის: ვანო მიდელაური, მესამე: სერგო ქუთათელაძე (ქუდით). მეორე რიგში მარცხნიდან მესამე დგას: კოლია ქვარიანი. მარცხნიდან პირველი დგას - ირაკლი ვაჩნაძე (კახელი) |
Owner: | გაბრიელ ბარჯაძე |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Gabriel_B arjadze-15.jpg | 177.81 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.