Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/15590
Title: ანა/ანეტა ყიფიანი-აბაშიძე, დიმიტრი, ანუ მიტო/მიტუშა, აბაშიძე და ელენე/ელიუსა აბაშიძე, რუსი კოლას, ანუ ნიკოლოზ დიმიტრის, ანუ მიტოს/მიტუშას, ძე აბაშიძის, ნახევარდა
Keywords: ყიფიანი-აბაშიძე, ანა/ანეტა ზაზა/ზაალის ასული(1861 – 1944)
აბაშიძე, დიმიტრი/მიტო/მიტუშა ლევანის ძე(1879 – 1924)
აბაშიძე, ელენე/ელიუსა დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ასული(1898 – 1925/1926/1927)
Abstract: ანა/ანეტა ყიფიანი-აბაშიძისა(1861წ. 17 იანვარი(ნათლობა – 24 იანვარი), სოფელი ბეკამი – 1944წ. 28 დეკემბერი, ქალაქი თბილისი, კუკიის სასაფლაო) – ბეკამის, ანუ ყიფიანთუბნის, პორუჩიკი სათავადო აზნაურის, ზაზა, ანუ ზაალ, გლახას ძე ყიფიანისა, და მერეთის სამეფო კარის ტახტის აზნაურის, მარიამ სვიმონის ასულ ფურცელაძის, მეორე ქალიშვილი. ბეკამის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში მისი ნათლობის საიდუმლო აღასრულეს ბლაღოჩინმა მღვდელმა – ალექსი ციცქიშვილმა, მედავითნე თედორე ბერიძემ და მედავითნე ივანე გიორგაძემ. ანას ნათლიები იყვნენ: სურამის მხარის მსაჯული და საგუბერნიო მრჩეველი იესე ყარამანის ძე ფავლენიშვილი და ქვიშხეთელი აზნაურის, ქაიხოსრო ყიფიანის, ასული ეფროსინე/ეფროსიმა, უფრო ზუსტად კი ქველმოქმედი, მთარგმნელი და ,,ქუთაისის თეატრის დედად'' წოდებული მსახიობი ქალი ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილისა. 1875 წლის 23 მაისს სოფელ ბეკამის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში 14 წლის ანაზე ზემო ჭალის 27 წლის თავადმა, ლევან დიმიტრის ძე აბაშიძემ, იქორწინა. ის იყო ქუთაისის სასწავლებელში განათლებამიღებული კაცი, ცეკვისა და სიმღერის დიდი ტრფიალი და თან ქართული მართლმადიდებლური შესაკრებლის მიერ წმინდანად შერაცხული ქვიშხეთელი აზნაურის, დიმიტრი ივანეს, ანუ ქოჩოს, ძე ყიფიანის, ნათლული, რომელიც ტვინის ანთების გამო 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიმიტრი, ანუ მიტო/მიტუშა, აბაშიძე(1879წ. 4 მაისი(ნათლობა – 13 მაისი), სოფელი ზემო ჭალა – 1924 წელი, გორის მაზრა) – ზემო ჭალის თავადის, ლევან დიმიტრის ძე აბაშიძისა, და ბეკამელი სათავადო აზნაურის, ანა ზაზას, ანუ ზაალის, ასულ ყიფიანის ერთადერთი შვილი. იგი სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში და მამის ხაზით იყო: დიდი მოურავის, ანუ აზნაურ გიორგი სიაუშის ძე სააკაძის, თავად გორგასალ ქექაოზის ძე ჩხეიძის, ანუ ჩხეტიძის, ათაბეგ, ანუ ათაბაგ, ქაიხოსრო II ჯაყელის, კახეთის მეფის – ალექსანდრე II ბაგრატიონის, ლეკეთის ყუმუხი მმართველის – ალი/ელი/ელისუ/ელისამ სულთნის, თავად ფარსადან ზაზას ძე ციციშვილის, თავად ზაალ ნოდარის ძე სიდამონიძის, ანუ ზაალ არაგვის ერისთავის, ყაბარდოელი თავადის – კილჩიკო ბაყაშვილის, ქართლის მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონის, თავად ოთარ(ონოფრე) შერმაზანის ძე ჩოლოყაშვილის, თავად ლევან დიასამიძის, თავად იოანე, ანუ ჭაბუა, ლუარსაბის, ანუ ლავრენტის, ძე ყაფლანიშვილ-ორბელიანის, იმერეთის მრუშობის გზით გაჩენილი ნაბიჭვარი მეფის, მამია III გურიელის, ანუ დიდი გურიელის, ანუ შავი გურიელის, თავად გიორგი კაციას ძე ლიპარტიან ჩიქვან-დადიანის, ანუ ჩიქოვან-დადიანის, თავად გიორგი კაციას ძე ამირეჯიბის, იმერეთის მრუშობის გზით გაჩენილი ნაბიჭვარი მეფის, გიორგი VI ბაგრატიონის ძის – იმერეთის მეფე გიორგი VII ბაგრატიონის, თავად პეტრე ედიას, ანუ ზენონის, ძე ავალიშვილის, აზნაურ იესე ან ლუარსაბ მურვანიშვილისა და სიძვის გზით გაჩენილი ნაბიჭვარი თავადის, სოლომონ როსტომის, ანუ რომანოზის, ძე ბაგრატიონ-დავითიშვილის შთამომავალი. მიტო მამის მამის, ანუ დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძის, მსგავსად დაიბადა 4 მაისს ზემო ჭალაში. მოცემული სოფლის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში უფროსი დიმიტრის ნათლობის საიდუმლო აღასრულა მღვდელმა – ათანასი/ათანასე ლომსაძემ, ხოლო უმცროსი დიმიტრი გააქრისტიანეს მამა მათე ისააკის ძე სუხიაშვილმა, დიაკონმა – ონოფრე გელაშვილმა და მედავითნე შიო ლომსაძემ. უმცროსი დიმიტრის ნათლიები იყვნენ: 1) ხაშურის თავადი და მაიორი გაიოზ როსტომის ძე ხიდირბეგიშვილი, 2) სურამის პოლიციის ზედამხედველი დავით ივანეს ძე დეკანოზიშვილი და 3) ოსიაურში მცხოვრები თავადისა და პოდპოლკოვნიკის – დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილის, ცოლი ბარბარე მელიტონის ასული ბარათაშვილი. ეს უკანასკნელი გახლდათ რომანტიკოსი მწერლის, ნიკოლოზ(ტატო) ბარათაშვილის, ღვიძლი და, ანუ ასევე რომანტიკოსი მწერლის, გრიგოლ ზურაბის, ანუ დიმიტრის, ძე ორბელიანის, დის – ეფემიას, ქალიშვილი. უფრო მეტიც, ბარბარე ბარათაშვილის სიმამრი იყო შტაბს-კაპიტანი, ერეკლე მეორის ნათლულისა და ტიტულარული მრჩევლის, გიორგი მირზა იბრეიმის ძის, ვაჟი და თან ნათლიაც უფროსი დიმიტრი აბაშიძისა. ამ უკანასკნელმა მონაწილეობა მიიღო ხაშურის მე-2 საშუალო სკოლის აშენებაში და ზემოჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ხის კედლები ქვის კედლებით შეცვალა. მიტო 1897 წლის ზაფხულში, 18 წლის ასაკში, დაქორწინდა და 1898 წელს, ისევ 18 წლის ასაკში, ორჯერ გახდა მამა. პირველი ბავშვი ელენე თავადს მეუღლემ გაუჩინა, მეორე, ნიკოლოზი, კი გლეხმა საყვარელმა – ქსენია ივანეს ასულ ფომენკომ.
ელენე/ელიუსა აბაშიძე(1898წ. 14 თებერვალი(ნათლობა – 16 აპრილი), თბილისი – 1925/1926/1927 წელი/თბილისი, სოლოლაკის სასაფლაო) – თავად დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძისა და თავად მარიამ აბესალომის ასულ მაჩაბლის ერთადერთი ქალიშვილი, რუსი კოლას, ანუ ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძის, ნახევარდა. ქვაშვეთის წმინდა გიორგის შესაკრებელში მისი ნათლობის საიდუმლო აღასრულეს მამა მარკოზ ტყემალაძემ და დიაკვანმა – დიმიტრი ლაზარევმა. ელენეს მიმქმელები იყვნენ: გენერალ ადიუტანტის, თავად ლევან მელიქიშვილის, ქვრივი ალექსანდრა მაკარის ასული და თავადი ლუარსაბ იასონის ძე თარხანმოურავი. დიმიტრი აბაშიძის ქალიშვილი დედის ხაზით გახლდათ ქართ-კახეთის მეფის, გიორგი XII - ისა, და იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის, შთამომავალი და გათხოვილი იყო ილია(ილიკო) იულიანეს/ივლიანეს ძე მამულაიშვილზე. მოცემულ წყვილს 1923 წლის 15 მარტს შეეძინა ლევანი, რომელსაც დაობლების შემდეგ ანა ყიფიანმა სახელი შეუცვალა და უწოდა დიმიტრი. ელენე აბაშიძის მეუღლე 1937 წელს დახვრიტეს, ხოლო თვითონ გაცილებით ადრე სახლის პირობებში სისხლის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული მოვლენის მიზეზი გახლდათ თბილისში დაწყებული ძლიერი სისხლდენა, რაც მანგლისში მეორე ბავშვის ხელოვნურად მოშორებამ განაპირობა.
Owner: ზურაბ ჭიქაბერიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zurab_Chikaberidze_97.jpg203.37 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.