Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1621
Title: | ლადო მესხიშვილი ფრანც მოორის როლში |
Authors: | მესხიევი, კ.ი. |
Keywords: | პორტრეტი ღია ბარათი თეატრალური კოსტიუმი სცენა სპექტაკლიდან ალექსი–მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე (1857–1920) |
Abstract: | ლადო მესხიშვილი – ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930 წელს). სწავლობდა თბილისის ერთ–ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1981 შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887–90 კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890–96 ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897–1906 – ქუთაისის ქართულ დრამატულ დასებს. 1905 ალექსი–მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე. მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი–მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906–10, 1915–20 ლადო მესხიშვილი რუსულ სცენაზე მოღვაწეობდა (1907 მოსკოვის სამხატვრო თეატრში). 1910–14 იგი სათავეში ედგა თბილისის, 1904–15 – ქუთაისის თეატრებს. ალექსი–მესხიშვილის უმნიშვნელოვანესი როლებია: ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის „სამშობლო“), გაიოზ ფაღავა (გუნიას „და–ძმა“), სულეიმანი (სუმბათაშვილის „ღალატი“), ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“), ურიელ აკოსტა (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კეისარი (შექსპირის „იულიუს კეისარი“), ფრანც და კარლ მოორები (შილერის „ყაჩაღები“), რუი ბლაზი (ჰიუგოს „რუი ბლაზი). საინტერესოა ალექსი–მესხიშვილის მიერ შექმნილი კომედიური და სახასიათო სახეებიც: რასპლუევი (სუხოვო–კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“), გოროდნიჩი (გოგოლის „რევიზორი“) და სხვ. დადგმული აქვს 100–ზე მეტი პიესა, ქართული სცენის მრავალი დიდოსტატი გამოზარდა. ალექსი–მესხიშვილმა ქართული სცენისათვის არაერთი დრამატული ნაწარმოები თარგმნა. 1916–18 რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვ. ალექსი–მესხიშვილის სახელი აქვს მინიჭებული ქუთაისის დრამატულ თეატრს (1940) |
Description: | ალექსი–მესხიშვილი ფრანც მოორის როლში. სცენა სპექტაკლიდან „ყაჩაღები“. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Appears in Collections: | ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
aleksi-meskhishvili lado.h.+.jpg | 241.6 kB | JPEG | View/Open | |
Aleksi-Meskhishvili_L_04_verso.jpg | 9.16 MB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.