Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/172120
Title: | პორფილე იაშვილი |
Keywords: | პორტრეტი იაშვილი, პორფილე როსტომის ძე (1848-1907) |
Abstract: | პორფილე იაშვილი - მონარქისტი, საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის მომხრე. დასაშვებად მიაჩნდა გარდამავალ ეტაპზე საქართველოს სამეფოს რუსეთის სამეფოს პროტექტორატით ესარგებლა. გაათავისუფლა გლეხები მიწით: სახნავი, სათიბი, საშეშე (ტყე). აკრძალა "ჩამოსარიგი" - ჭირისუფლის მიერ ძროხის დაკვლა თანასოფლელებისათვის დასარიგებლად, რაც აღარიბებდა გლეხებს. საეკლესიო გალობის აღსადგენად სომიწოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მიიწვია გურული მგალობლები. წერილებს აქვეყნებდა გაზეთ "ივერიაში" (1902, N148; 1902, N268; 1903, N56). ერთ-ერთ მათგანს (1902, N148) რედაქტორის სვეტში გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე. პორფილე იაშვილი გარდაიცვალა 1907 წელს ქუთაისის ციხეში, 59 წლის ასაკში. დაკრძალულია სომიწოს წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე. არტემ იაშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დაცვის მონაწილე, გვარდიის სამხედრო საბჭოს წევრი, გვარდიის რაჭის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. |
Owner: | გელა იაშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.