Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/17506
Title: | ისიდორე ბესარიონის ძე გაბაშვილი ოჯახთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური ფოტო გაბაშვილი, ისიდორე ბესარიონის ძე ყიფიანი-გაბაშვილი, დარია ზაალის ძე მიქელაძე, ალექსანდრე პლატონის ძე (1867-1928) გაბაშვილი, გიორგი (ჟორჟიკა) ისიდორეს ძე ყიფიანი-მაჭავარიანი, ბარბარე (ბაბო) ზაალის ასული მიქელაძე-ბაგრატიონი, მარიამ (მერი) ალექსანდრეს ასული (1895-1983) გაბაშვილი-მიქელაძე, ბარბარე ისიდორეს ასული (1877-1896) მიქელაძეები გაბაშვილები |
Abstract: | ისიდორე გაბაშვილი - ქუთაისის მთავარი ნოტარიუსი. თავადი ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე - ჟანდარმერიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი. დაამთავრა თბილისის კადეტის კორპუსი და ალექსანდროვის სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობა მიიღო პორტარტურში იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1905 წლის 10 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი, ხოლო 1915 წლის 10 ივნისს - გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. სტანისლავის 1, 2 და 3 ხარისხის ორდენებით. ასევე - მედლებით: ვერცხლის იმპერატორ ალექსანდრე III მეფობის აღსანიშნავად, წითელი ჯვრის 1904-1905 წლებში იაპონიასთან ომის აღსანიშნავი, რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი. საზღვარგარეთული ორდენებით: სპარსეთის - ლომის და მზის III ხარისხის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის. მეუღლე - ბარბარე (ვარია) ისიდორეს ასული გაბაშვილი-მიქელაძისა. ქალიშვილი - მერი მიქელაძე-ბაგრატიონისა - ცნობილი მხატვარი და რესტავრატორი. |
Description: | მარცხნიდან მარჯვნივ: იტაკზე: თამარ ისიდორეს ასული გაბაშვილი და ზაალ ისიდორეს ძე გაბაშვილი. სხედან: ისიდორე გაბაშვილი, მისი მეუღლე დარია ზაალის ასული ყიფიანი-გაბაშვილი, ალექსანდრე მიქელაძე. დგანან: გიორგი გაბაშვილი, ბარბარე ყიფიანი-მაჭავარიანი, სამი თვის მერი ალექსანდრეს ასული მიქელაძე და ბარბარე გაბაშვილი-მიქელაძე (ალექსანდრე მიქელაძის მეუღლე). გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | ნინო ბაგრატიონი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Bagrationi_recto.jpg | რექტო | 139.84 kB | JPEG | ![]() View/Open |
Bagrationi_verso.jpg | ვერსო | 113.42 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.