Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1823
Title: ხარლამპ სავანელი
Keywords: პორტრეტი
ამონაჭერი
სავანელი, ხარლამპ (1842-1890)
Abstract: ხარლამპი სავანელი - ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესიული სამუსიკო განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1963 წელს სავანელმა დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალის კლასში. აქვე დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას და ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში. 1869 წლიდან ის რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო მღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი იყო. 1871 წლიდან სავანელი საქართველოში დაბრუნდა და ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. 1873 წელს სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ამავე წელს გაიხსნა "სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში", რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, ხოლო 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად. სწორედ მის ბაზაზე 1917 წელს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია (ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
savaneli kharlampi.b.jpgრექტო763.77 kBJPEGThumbnail
View/Open
savaneli kharlampi.b.+.jpgვერსო412.14 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.