Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1869
Title: ზუგდიდის ეთნოგრაფიული გუნდი ლოტბარ გ. ჭელიძის ხელმძღვანელობით
Other Titles: გალაქტიონ ჭელიძე
Keywords: ჯგუფური ფოტო
ამონაჭერი
ჭელიძე, გალაქტიონ (1888–1943)
Abstract: გალაქტიონ ჭელიძე - ხალხური გუნდების ლოტბართა რიგებში საინტერესო ფიგურა. 1914 წლიდან იგი გადადის სამუშაოდ ზუგდიდში. აქ მას იწვევენ სიმღერის მასწავლებლად სამოქალაქო და ეპარქიალურ სასწავლებელში. მომღერალთა გუნდი მან ჩამოაყალიბა ნარაზენში, ლიაში, კორცხელში, დარჩელში, ცაიში, ქაღალდმშენში (ინგირის ქაღალდი ფაბრიკა) და სხვაგან. სკოლებში ხემძღვანელობდა 4 გუნდს. იგი შეუცვლელი ლოტბარი იყო ზუგდიდის რაიონული გუნდის, სადაც მრავალი მომავალი ლოტბარი გამოზარდა. არ გამართულა სიმღერისა და ცეკვის არც–ერთი ოლიმპიადა სადაც გ.ჭელიძის ხემძღვანელობით არსებულ გუნდს არ მიეღოს მონაწილეობა. გუნდმა მრავალი კონცერტი გამართა მოსკოვში; მაშინ გუნდის შემადგენლობაში 41 კაცი შედიოდა. გუნდმა თავი ისახელა მხატვრული სისადავითა და ხალხური სიმღერების სწორი შესრულებით. კონცერტების გარდა თბილისში გუნდი აწარმოებდა თავისი რეპერტუარიდან უკეთესი ნომრების ჩაწერას ნოტებზე და ფირფიტებზე. გ. ჭელიძეს, როგორც თვითმოქმედ კომპოზიტორს , მრავალი ხალხური სიმღერა აქვს დამუშავებული, მრავალი ჩაწერილი, მრავალი შეთხზული, რომელთა უმრავლესობა იმღერება და შედის სხვადასხვა გუნდის რაპერტუარში. იგი ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე უმწიკვლოდ ემსახურა ხალხურ შემოქმედებას და გარდსაიცვალა სამამულო ომის დროს ზუგდიდში, იქვეა დაკრძალული.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zugdidis etnografiuli_recto.jpg413.67 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.