Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/188696
Title: სეიდაბადის ციხის ნანგრევები
Keywords: სეიდაბადი
თბილისი
ნანგრევები
Abstract: სეიდაბადი — თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე მტკვრის დინების მარჯვნივ, კრწანისის ველსა და თაბორის მთას შორის. სახელი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება). სეიდაბადი ძირითადად სასოფლო-სამეურნე რეგიონი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა, ე. წ. განჯის გზა, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა. XVIII—XIX საუკუნეების მიჯნაზე სეიდაბადს ხარფუხი ეწოდა (ახლანდელი გოგირდოვანი წყლების აბანოების რაიონი). შემორჩენილია ქალაქის ზღუდის ნაშთი — ე. წ. განჯისკარი, რომლის მიდამოებში 1948—1949 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა აქ IX—XIII საუკუნეებში მეთუნეთა უბნის არსებობა.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ლიკა მამაცაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
seidabadis cixis nangrevebi.jpg410.62 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.