ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/188696
სათაური: | სეიდაბადის ციხის ნანგრევები |
საკვანძო სიტყვები: | სეიდაბადი თბილისი ნანგრევები |
რეზიუმე: | სეიდაბადი — თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე მტკვრის დინების მარჯვნივ, კრწანისის ველსა და თაბორის მთას შორის. სახელი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება). სეიდაბადი ძირითადად სასოფლო-სამეურნე რეგიონი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა, ე. წ. განჯის გზა, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან აკავშირებდა. XVIII—XIX საუკუნეების მიჯნაზე სეიდაბადს ხარფუხი ეწოდა (ახლანდელი გოგირდოვანი წყლების აბანოების რაიონი). შემორჩენილია ქალაქის ზღუდის ნაშთი — ე. წ. განჯისკარი, რომლის მიდამოებში 1948—1949 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა აქ IX—XIII საუკუნეებში მეთუნეთა უბნის არსებობა. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ლიკა მამაცაშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
seidabadis cixis nangrevebi.jpg | 410.62 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება