Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189274
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.author | წიკლაური, თამარ | - |
dc.date.accessioned | 2016-12-28T12:36:45Z | - |
dc.date.available | 2016-12-28T12:36:45Z | - |
dc.date.issued | 2016-05-06 | - |
dc.identifier.uri | http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189274 | - |
dc.description | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა „სეზანის" საგამომცემლო ჯგუფის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. პირველი გამოცემა ამავე საგამომცემლო ჯგუფის მიერ 2009 წელს დაიბეჭდა. პროექტის იდეის ავტორია მანანა კარტოზია, ხელმძღვანელი - ლევან თაქთაქიშვილი, მთავარი რედაქტორი - ელზა ნაბახტეველი. შეადგინეს მამუკა ჩხეიძემ და ლევან თაქთაქიშვილმა. დიზაინერ-დამკაბადონებელი - მაკა ცომაია. გამომცემლები "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობას ასე აფასებენ: "რუსთაველის საიუბილეო წელს ახალი კატალოგის გამოცემა ლოგიკური და მისასალმებელი მოვლენაა. როგორც აღმოჩნდა, 2009 წლამდე ჩვენთვის ცნობილ 383 სხვადასხვა გამოცემას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში 120 ახალი გამოცემა დაემატა, მათ შორის 50 ქართულ ენაზე. ბიბლიოგრაფიული გამოცემები ხელს უწყობს მკვლევრებს მათთვის სასურველი გამოცემების მოძიებაში. ეს ბიბლიოგრაფია კი რუსთველოლოგიური პრობლემატიკის აქტუალიზებასაც ემსახურება. საძიებელი-კატალოგი არაერთ საგულისხმო მონაცემს უყრის თავს და განსჯასა და შეფასებას მოითხოვს. რუსთველოლოგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ გამოცემით მოიძიონ და ერთმანეთს შეადარონ „ვეფხისტყაოსნის" როგორც სამამულო, ისე უცხოური გამოცემები, გაარკვიონ, თუ რამდენად ხარისხიანია თარგმანები და ვინ არიან ამა თუ იმ ენაზე პოემის ხელმეორედ ამმეტყველებელნი, მოძებნონ ილუსტრაციები. დროა, ვიზრუნოთ იმ ჩავარდნებზეც, რაც „ვეფხისტყაოსნის" უცხოურ ენებზე თარგმნის მხრივ შეინიშნება; მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი" არ თარგმნილა ბერძნულ, ინდურ, შვედურ, პორტუგალიურ, ვიეტნამურ, ინგუშურ ენებზე. „ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიის ბეჭდვის პროცესს დაემთხვა სასიხარულო ცნობა: სამხრეთ კორეაში, სეულში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის" პირველი კორეული თარგმანი, ანუ ეს საძიებელიც უკვე აღარ არის სრულყოფილი. ამდენად, რუსთაველის უკვდავი ქმნილების სიცოცხლე გრძელდება და პოემის გავრცელების არეალი იზრდება, ამიტომ მომავალში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ბიბლიოგრაფიის შევსება და ხელახლა დასტამბვა აუცილებელი გახდება. რუსთაველი ხომ საუკუნეზე მეტია, რაც ქართული პოლიგრაფიის ორბიტიდან გავიდა და ათასობით ცალი იბეჭდება მსოფლიო სასტამბო ხელოვნების ნიმუშად." მარცხნიდან: სტივენ ჯონსი, ნანა ხვედელიანი | en_US |
dc.description.abstract | ნანა ხვედელიანი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების უფროსი; სტივენ ჯონსი - საქართველოს ისტორიის სპეციალისტი, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის დოქტორი, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის (აშშ) პროფესორი (Mount Holyoke College), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" რედაქციის მრჩეველი, სარედაქციო კოლეგიის წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ლაურეტი (2016), წარმოშობით ბრიტანელი | en_US |
dc.subject | ჯგუფური | en_US |
dc.subject | „ვეფხისტყაოსანი" | en_US |
dc.subject | შოთა რუსთაველი | en_US |
dc.subject | ბიბლიოგრაფია | en_US |
dc.subject | „სეზანი", საგამომცემლო ჯგუფი | en_US |
dc.subject | თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი | en_US |
dc.subject | ხვედელიანი, ნანა | en_US |
dc.subject | ჯონსი, სტივენ | en_US |
dc.subject | Jones, Stephen | en_US |
dc.title | სტივენ ჯონსი და ნანა ხვედელიანი | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | en_US |
Appears in Collections: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Vefxistyaosnis_Bibliografia (76).JPG | 172.48 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.