Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1897
Title: იოსებ იმედაშვილი ახლობლებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
იმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე (1876-1952)
Abstract: იოსებ იმედაშვილი – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ის წევრი იყო. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფისნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლუციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. 1895 წლიდან უკვე იბეჭდებოდა. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული, მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. აქვეყნებდა ურბანისტული შინაარსის მოთხრობებს, გამოსცა სატირული რომანი "აახ-ვაახ", ლექსთა რამდენიმე წიგნაკი. 1904 წელს გამოსცა პირველი "უცხო სიტყვათა ლექსიკონი". რედაქტორობდა ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება", გაზეთებს "ხალხის საქმე", შემდეგ "ხალხის თავისუფლება". ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე" და "ციბრუტი". 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები და პოემები. მას ეკუთვნის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი". 1978 წელს გამოვიდა მისი მემუარული წიგნი "ჩემი ცხოვრების გზაზე". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Imedashvili_Ioseb_09_recto.jpg208.78 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.