Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/191194
Title: შრიფტების კონკურს ”ქართული ”ა”-ს ერთ-ერთი გამარჯვებული მერაბ გეწაძე
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
”ქართული ”ა”, შრიფტების კონკურსი
"წერე ქართულად", პროექტი
თი ბი სი ბანკი
Issue Date: 9-Jun-2016
Abstract: მერაბ გეწაძე - ქართველი მხატვარი (მხატვარი გრაფიკოსი, დაზგური გრაფიკა), აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი) კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი
Description: ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "თი ბი სი ბანკის" პროექტის "წერე ქართულად" ფარგლებში გამართულ შრიფტების კონკურს "ქართული "ა"-ს დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ღონისძიებაზე ქართული ანბანის პირველი ასო ”ა”-ს საუკეთესო დიზაინის ავტორები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და პროექტის ”წერე ქართულად” ინიციატორს ”თი ბი სი ბანკს” ამ წამოწყებისთვის. მან ასევე ისაუბრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”თი ბი სი ბანკის” მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის ემიგრანტული არქივების ჩამოტანასა და ემიგრაციის დარბაზის მოწყობაზე. ჟიურის წევრები არიან ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე, მანანა არაბული, კახაბერ ბოჭორიშვილი და მალხაზ იაშვილი. ჟიური კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაკომპლექტდა. წინა პლანზე ცენტრში - მერაბ გეწაძე
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Konkursis_Qartuli_A_Dajildoeba (17).JPG166.17 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.