Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1926
Title: მიშელ დარიალი
Keywords: პორტრეტი
ამონაჭერი
ნანობაშვილი, მიხეილი იროდიონის ძე (მიშელ დარიალი) (1878-?)
Abstract: მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი(ტენორი). ქართული ვოკალური კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი. ახალგაზრდობაში თბილისში ეგზარქოსის გუნდში მღეროდა. 1896 წელს შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიაში, შემდეგ კი მეცადინეობდა პროფესორ გაბელთან. 1900 წელს გაემგზავრა იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად, სწავლობდა მილანში. 1908-1924 წლებში ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერის“ მომღერალი იყო. გასტროლებს მართავდა იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ესპანეთში, რუსეთში; ეწვია თბილისსაც (1911, 1920). ნანობაშვილს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხავერდოვანი ხმა, ვირტუოზული ტექნიკა, აღსანიშნავია მის მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული პარტიები; რაული (მეიერბერის „ჰუგენოტები“), ფაუსტი (ბოიტოს „მეფისტოფელი“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), ვერთერი (მასნეს „ვერთერი“) და სხვა. თავისუფლად ეუფლებოდა, როგორც ლირიკულ აგრეთვე დრამატულ რეპერტუარს. ასეთი დიაპაზონის მომღერალი მაშინ ძნელი საპოვნელი იყო. (მიშეილ დარიალი) 1911 წ. გრანდ ოპერაში მიიწვიეს. მისი სახელი მსოფლიოს ყოველ კუთხეს გაწვდა. 1920წ. იგი თბილისში ბრუნდება და გადაწყვეტილი აქვს სამშობლოში განაგრძოს მოღვაწეობა. აქ იგი ასრულებს : ,,რახილში’’ (სლიაზარის) ,,ტოსკაში’’ (კავარადოსის) ,,ფაუსტში’’ ( ფაუსტის) ,,კარმენში’’( ხოზეს) ,,ჰეგენოტებში’’ (რაულის) პარტიებს და ა.შ. სამწუხაროდ მიშელ დარიალმა საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, საქართველოში და საერთო ენა ვერ გამონახა საოპერო თეატრის ადმინისტრაციასთან და ისევ უცხოეთს მიაშურა.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Nanobashvili_Mishel_recto.jpgრექტო112.31 kBJPEGThumbnail
View/Open
Nanobashvili_Mishel_verso.jpgვერსო23.71 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.