ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/198096
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2017-02-28T07:22:37Z-
dc.date.available2017-02-28T07:22:37Z-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/198096-
dc.description1910 წლის ჟურნალ „ფასკუნჯში“ დაიბეჭდა სურათი, რომელზეც ასახულნი არიან 1851 წელს ისაკ თუმანიშვილთან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც მთავარმართებელ ბარიატინსკის მმართველობით იყვნენ უკმაყოფილოები და ფიქრობდნენ პროტესტის გამოცხადების ფორმაზე. სურათს ახლავს დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, კოტე ყიფიანის განმარტება ამ ექსპონატთან დაკავშირებით: "აქ დახატულნი არიან, მარცხენა მხრიდან: მიხეილ ჭილაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ლევან მელიქიშვილი, ისაკ თუმანიშვილი, დიმიტრი ყიფიანი და დავით ჭავჭავაძე. 1832 – 35 წლებში ესენი იღებდნენ მხურვალე მონაწილეობას ქართველთა შეთქმულებაში, რომელსაც დაერქვა "ყაზარმობა" და იყვნენ გადაყვანილი სამსახურში შიდა რუსეთის გუბერნიებში და მერე, სამი წლის შემდეგ, იმპერატორი ნიკოლოზის პირველის უმაღლესის ბრძანებით დაბრუნებულ იყვნენ თავიანთ საყვარელ საქართველოში. მთავარმართებელ თავადი ა. ი. ბარიათინსკის დროს ქართველნი უკმაყოფილო იყვნენ მთავრობისა და ამათ შორის ასტყდა კიდევ სხვა და სხვა ლაპარაკი და მითქმა–მოთქმა. 1851 წელს ესენი იკრიფებოდნენ სადილად ისაკ თუმანიშვილთან, სადაც სჯიდნენ პროტესტის გამოცხადებას მთავრობის უმართებულო მოქცევისათვის საქართველოში. თუმანიშვილი და ჭილაშვილი შეშინდნენ რაღაზედაც და მალე ჩამოშორდნენ სხვებს და დარჩნენ მხოლოდ დანარჩები პროტესტის მოთავენი, რომელთაც ბოლოს მაინც ვერა გააწყეს რა, რადგანაც ჭავჭავაძე პეტერბურღს გაემგზავრა, მელიქიშვილი კი დაღისტანს გაამწესეს. ბარიატინსკის პარიზელს მხატვარს დაახატვინეს თავიანთი სახეები და როცა წილი ჰყარეს, ეს სურათი ერგო ჩემს მამას, დიმიტრი ყიფიანს." /კოტე ყიფიანი/-
dc.description.abstractლევან მელიქიშვილი - გენერალ-ადიუტანტი, მხედართმთავარი, 1-ლი ქართული ქვეითი პოლკის მეთაური, ჭარ-ბელაქანის ოლქის უფროსი, დაღესტნის ოლქის და ჯარების უფროსი, კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სკოლის მეგობარი. დიმიტრი ყიფიანი - ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. დავით ჭავჭავაძე - თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი.en_US
dc.sourceნიკოლოზ ბარათაშვილის სკოლის ამხანაგები სუფრასთან (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საარქივო ფონდი, F1 N2507)en_US
dc.subjectნახატიen_US
dc.subjectჭილაშვილი, მიხეილen_US
dc.subjectორბელიანი, ვახტანგen_US
dc.subjectმელიქიშვილი, ლევან ივანეს ძე (1817-1892)en_US
dc.subjectთუმანიშვილი, ისაკen_US
dc.subjectყიფიანი, დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)en_US
dc.subjectჭავჭავაძე, დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884)en_US
dc.title1910 წლის ჟურნალ „ფასკუნჯში“ დაიბეჭდილი სურათის ისტორიაen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაen_US
შესულია კოლექციებში:დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Dato_Shugliashvili-5780.jpgრექტო234.01 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Dato_Shugliashvili-578100.jpg111.06 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება