ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1997
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2012-07-13T06:33:02Z-
dc.date.available2012-07-13T06:33:02Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/1997-
dc.description.abstractვახტანგ ღამბაშიძე - ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. მამა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე ჟურნალ „მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი. პირველი რესპუბლიკის ხანაში ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას (მისი მეუღლე-ვანდა ივ.ჯავახიშვილის მოწვევით ინგლისური ენის პროფესორი იყო). 1904 წელს ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი". მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ცნობილია ილია ჭავჭავაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეთა მის მიერ გადაღებული ფოტოები. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად. 1921 წლის ნოემბრიდან კონსტანტინოპოლშია და მეუღლესთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობს, ეხმარება ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან პარიზშია. 19 წლის მანძილზე, სამჯერ ზედიზედ, იყო არჩეული საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ (ამ პოსტზე გიორგი ჟურული შეცვალა). მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო ტყვეების დასაცავად შექმნილ ორგანიზაციას -„ქართულ ეროვნულ კომიტეტს". ვახტანგ ღამბაშიძე იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მის დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. იყო ქართულ კულტურის და ენის მოამაგე. დაარსა ქართული ბიბლიოთეკა და ჟურნალი "მერანი", ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, ქართული სასწავლებელის - "კერას", და სპორტული ასოციაციის - "შევარდენის" შექმნაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში („ბედი ქართლისა", და სხვ), მეგობრობდა მიხაკო წერეთელთან, გრიგოლ რობაქიძესთანen_US
dc.formatორიგინალის ზომა: 64x85.-
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectამონაჭერიen_US
dc.subjectღამბაშიძე, ვახტანგ დავითის ძე (1872-1951)-
dc.titleვახტანგ ღამბაშიძეen_US
dc.typeImageen_US
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gambashidze_Vaxtang_recto.jpg210.64 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება