Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/20171
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2013-07-15T08:36:06Z | - |
dc.date.available | 2013-07-15T08:36:06Z | - |
dc.date.issued | 2012 | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/20171 | - |
dc.description | მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა "საქართველოს შიშველი სატევარი" საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაში"; ავტორები: თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი; სცენარის ავტორი და წამყვანი: იზა ვეფხვაძე | en_US |
dc.description.abstract | მერაბ კოსტავა - 1939 წელს დაიბადა ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). აქ გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მერაბ კოსტავა - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა - სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში | en_US |
dc.format | ფერადი ოფსეტი. ორიგინალის ზომა: 30x42 სმ. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.source | საქართველოს შიშველი სატევარი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პლაკატისა და ესტამპის ფონდის განყოფილება P10779) | en_US |
dc.subject | აფიშა | en_US |
dc.subject | ლიტერატურული წარმოდგენა | en_US |
dc.subject | კოსტავა, მერაბ (1939-1989) | en_US |
dc.subject | ვეფხვაძე, იზა | en_US |
dc.subject | 28 ოქტომბერი | - |
dc.title | საქართველოს შიშველი სატევარი | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | en_US |
Appears in Collections: | ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
merab kostava.jpg | 571.33 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.