ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2038
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2012-07-13T12:02:16Z-
dc.date.available2012-07-13T12:02:16Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/2038-
dc.descriptionორიგინალის ზომა: 240x153.en_US
dc.description.abstractიოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს, სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი. ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებლებში. 1890–იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903–იდან რსდმპ–ის წევრი იყო. 1906 აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905–06 ხელმძღვანელობდა ივერის ხეობას, ე. წ. “გარეკახეთის ერთობის”, რევოლუციურ მოძრაობას. 1905 თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 რევოლუციურ–პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურულ–კულტურულ სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895–იდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 ავლაბრის მუშათა ტეატრების დამაარსებელტაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინ. და თარგმნილი პიესების ორი კრებული – “ცხოვრების სარკე” (1899, 1901). 1902 გამოსცა მ. გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903–იდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი “აახ–ვაახ”, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი (“სიყვარულის ძალა”, 1904; “პროლეტარიატის ჰიმნი”, 1905; “წითელი დროშა”, 1907) და სხვა. 1904 გამოსცა პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი” (II, III გამოცემები, 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს “თატრი და ცხოვრება”, გაზეტებს “ხალხის ერთობა”, შემდეგ “ხალხის თავისუფლება”. ავტორია რომანებისა “განახლებული სიცოცხლე” (1919–21) და “ციბრუტა” (1940). 1920–იან წლებში ცალკე წიგნად გამოსცა იმედაშვილის პიესები (“ნამუსიანი ხალხი”, “ალების ცეკვა”, “მზე ჩაესვენა” და სხვა) და პოემები (“მზეთა–მზე”, “მშვენიერა”). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები “იოსებ ლაღიაშვილი” (1920), “უკანასკნელი დედოფალი” (1929), ისტორიულ–ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილსა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებიდან. შეადგინა ქართველ მწერალთა ლექსიკონი” (ძვ. წ. IV – ახ. წ. XX სს., არ გამოქვეყნებულა). გარდაიცვალა 1952 წლის 5 მაისს, თბილისში.en_US
dc.sourceიოსებ იმედაშვილი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდი, PN 1564/2-T)-
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.titleიმედაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე (1876–1952)en_US
dc.typeImageen_US
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Imedashvili_Ioseb_02_recto.jpg167.28 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება