ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2096
სათაური: ქრისტეფორე რაჭველიშვილი
ავტორები: აკოფიანი, ვ.გ.
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
რაჭველიშვილი, ქრისტეფორე (1894–1937)
რეზიუმე: ქრისტეფორე რაჭველიშვილი – ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი. 1913 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. იმავე წელს სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და დააპატიმრეს. შემდეგ გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში. 1917 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1917–1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის ნამდვილ აქტს. ქრისტეფორე რაჭველიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ “ლიტერატურული მემკვიდრეობა”-ს რედაქციაში, “ქართული სიტყვიერების საუნჯე”-ს კოლეგიის წევრად, ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. იგი “რაჭველის” ფსევდონიმით სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში: “ცნობის ფურცელი” და “სახალხო საქმე”. ქრისტეფორე რაჭველიშვილი ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა: “საქართველოს ფეოდალიზმის ისტორია” (თბ., 1927), “ქართული სტამბის წიგნი” (თბ., 1934), “ილია ჭავჭავაძე” (თბ., 1937) და სხვ. დახვრიტეს 1937 წელს.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია თბილისში
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Rachvelishvili_Kr._recto.jpgრექტო167.29 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Rachvelishvili_Kr._verso.jpgვერსო160.91 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება