Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2130
Title: ვახტანგ ღამბაშიძე ახლობელთან ერთად
Authors: განკევიჩი, პეტრე
Ганкевич, Петр П.
Keywords: ჯგუფური ფოტო
ღამბაშიძე, ვახტანგ დავითის ძე (1872-1951)
Abstract: ვახტანგ ღამბაშიძე - ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. მისი მამა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე ჟურნალ „მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი იყო. სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, შემდეგ ორი წლით სწავლობდა პარიზში. აქვე შეირთო მეუღლე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საექიმო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში. პირველი რესპუბლიკის ხანაში ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას (მისი მეუღლე-ვანდა ივ.ჯავახიშვილის მოწვევით ინგლისური ენის პროფესორი იყო). 1904 წელს ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი". მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ცნობილია ილია ჭავჭავაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეთა მის მიერ გადაღებული ფოტოები. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად. 1921 წლის ნოემბრიდან კონსტანტინოპოლშია და მეუღლესთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობს, ეხმარება ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან პარიზშია. 19 წლის მანძილზე, სამჯერ ზედიზედ, იყო არჩეული საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ (ამ პოსტზე გიორგი ჟურული შეცვალა). მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო ტყვეების დასაცავად შექმნილ ორგანიზაციას -„ქართულ ეროვნულ კომიტეტს". ვახტანგ ღამბაშიძე იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მის დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. იყო ქართულ კულტურის და ენის მოამაგე. დაარსა ქართული ბიბლიოთეკა და ჟურნალი "მერანი", ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, ქართული სასწავლებელის - "კერას", და სპორტული ასოციაციის - "შევარდენის" შექმნაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში („ბედი ქართლისა", და სხვ), მეგობრობდა მიხაკო წერეთელთან, გრიგოლ რობაქიძესთან. ვახტანგ ღამბაშიძე გარდაიცვალა 1951 წელს, შოტლანდიაში
Description: ფოტო გადაღებულია თბილისში. გადაღების თარიღი უცნობია
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gambashidze_Vaxtang_01_recto.jpgრექტო176.63 kBJPEGThumbnail
View/Open
Gambashidze_Vaxtang_01_verso.jpgვერსო213.3 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.