Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/21359
Title: დათა ვაჩნაძის პორტრეტი
Authors: შერვაშიძე, გრ.
Keywords: პორტრეტი
ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962)
ემიგრანტები
ღია ბარათი
Issue Date: 1931
Abstract: დავით (დათა) ვაჩნაძე - პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის შემოჭრის დროს ჩამოაყალიბა 400 მოხალისისგან შემდგარი რაზმი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წ. დაპატიმრებული იყო. 1924 თებერვალში საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924-26 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკსიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის გრაფ შულენბურგის მიწვევით იმყოფებოდა ბერლინში, თუმცა შულენბურგის გეგმის ჩაშლის შემდეგ ვენაში გადასახლდა. ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა.
Description: რექტოზე არის სამახსოვრო მინაწერი "სახსოვრად გოგი ვაჩნაძეს - დათა"
Owner: ნინო ვაჩნაძე-კოვალსკი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Vachnadze_recto.jpgრექტო117.17 kBJPEGThumbnail
View/Open
Vachnadze_verso.jpgვერსო56.44 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.