Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/21542
Title: სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი
Keywords: პორტრეტი
ზალდასტანიშვილი, სოლომონ (სოლიკო) კონსტანტინეს ძე (1891-1941)
Abstract: სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი - სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. 1913 წელს დაამთავრა წმინდა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი და იმავე წელს ოფიცრის ხარისხით დაინიშნა თურქისტანის მერვე პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში და ორჯერ მძიმედ დაიჭრა. 1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, სოლომონ ზალდასტანიშვილი პოდპოლკოვნიკის ჩინით სამშობლოში დაბრუნდა. 1918-21 წლებში საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკია და იბრძვის სხვადასხვა ფრონტზე. 1923 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილი შევიდა ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში, რომელსაც გენერალი კოტე აფხაზი თავჯდომარეობდა. გახდა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" (დამკომი) და მასთან შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლისათვის. 1924 წლის ნოემბერში სოლომონ ზალდასტანიშვილმა შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთში ჩავიდა. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს "ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების" გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა "საქართველოს" რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში "თამარ მეორე" და მისი მეთაური გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ კრონშტანდში, ბრასოფის სასაფლაოზე.
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zaldastanishvili (2).jpg35.78 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.