Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/215929
Title: | არნოლდ გეგეჭკორის წიგნის "ეს არის საქართველო" პრეზენტაცია |
Authors: | წიკლაური, თამარ |
Keywords: | ჯგუფური გეგეჭკორი, არნოლდ (1940) "ეს არის საქართველო" პრეზენტაცია შაშიაშვილი, თემურ (1951) |
Issue Date: | 23-Jun-2016 |
Abstract: | არნოლდ გეგეჭკორი - სრული პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი და მოგზაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის - „ეკოლოგიის“ პროგრამის ხელმძღვანელი (2011-დან), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრჩეველი საგანმანათლებლო დარგში (2006-დან); თეიმურაზ შაშიაშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, იყო იმერეთის მხარის გუბერნატორი (1995-2003 წწ.), 2004 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც გავიდა მეორე ადგილზე. |
Description: | ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში არნოლდ გეგეჭკორის წიგნის "ეს არის საქართველო" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნს თან ერთვის ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის წინასიტყვაობა, რომელიც წიგნის შექმნაში მონაწილეობდა. „ეს არის საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში არიან გიგა ბათიაშვილი, ბაკურ გულუა, გოგი დოლიძე, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, გენო კალანდია, დავით მაღრაძე, როინ მეტრეველი, რევაზ მიშველაძე, მურაზ მურვანიძე, დათო ტურაშვილი, გელა ჩარკვიანი, გია ჭუბაბრია. წიგნში შესულია არნოლდ გეგეჭკორის მიერ გადაღებული ფოტოები საქართველოს ყველა კუთხიდან, პეიზაჟი და ამ კუთხეების შვილთა პორტრეტები. საქართველოზე დაწერილ მორიგ ნაშრომში მთავარი სწორედ მის მიერ ქვეყნის მთა-ბარის, ადგილობრივი ადამიანის, მისი ყოფის ამსახველი ფოტოსურათებია, უმრავლესობა - ფერადი სახით გამოცემული. მარცხნიდან მეორე ზის თემურ შაშიაშვილი, მარჯვნიდან პირველი დგას არნოლდ გეგეჭკორი |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Arnold_Gegechkori_Es_Aris_Saqartvelo (45).JPG | 190.48 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.