Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/21846
Title: გივი ზალდასტანიშვილი და ქერი ზალდასტანი
Keywords: ჯგუფური ფოტო
ზალდასტანიშვილი, გივი სოლომონის ძე (1919-2007)
ზალდასტანი, ქერი
Abstract: გივი ზალდასტანიშვილი - სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ვაჟიშვილი. გივი მშობლებმა განათლების მისაღებად ფრანგულ სკოლაში შეიყვანეს. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1942 წ. შეიქმნა პარიზის ქართველი ახალგაზრდების ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც 1942-46 წწ–ში გივი ზალდასტანიშვილია. ასოციაციის მიზანი იყო ქართული კულტურის, ენის, ისტორიის წარმოჩენა, ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანი, შემოქმედებითი თუ პროფესიული უნარ–ჩვევების ხელშეწყობა. 1942 წელს გივი ზალდასტანიშვილი გამოდის საფრანგეთის საზღვაო–სამხედრო ძალებიდან და სწავლას პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში იწყებს. პარალელურად 1944 წ. წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წ. კი ამავე უნივერსიტეტის იურისპუდენციის ასპირანტურა. დიპლომის მიღებისთანავე ადვოკატობა დაიწყო. 1946 წელს ოთარ ზალდასტანიშვილი აშშ გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე თვეში ჰარვარდის სტუდენტი გახდა. მისი დაჟინებული თხოვნით 1947 წლის დასაწყისში გივი და დედაც ამერიკაში გადავიდნენ. ინგლისურ ენასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, გივიმ შეძლო ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება. 1951 წ. მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, თუმცა ჰარვარდთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრი. თავიდან გივი ზალდასტანიშვილმა "ბიზნეს შესძლებლობები" საცალო–სავაჭრო ფირმა "Federated Department Stores"-ში სცადა, სადაც 1951 წ. დაიწყო მუშაობა ჯერ უბრალო მუშად, შემდეგ კი – შესყიდვების განყოფილების მენეჯერად. 1962-80 წწ–ში იყო ბოსტონში ავეჯით მოვაჭრე მაღაზია "The Finishing Touch" მფლობელი და პრეზიდენტი. 1980 წლიდან იყო ბოსტონში მარკეტინგული ფირმის "Zaldastani Consulting, Inc."-ის პრეზიდენტი. 1976 წლიდან ხელმძღვანელობს საინჟინრო–საკონსულტაციო ფირმას "Zaldastani Assiociates". დაუღალავი შრომის შედეგად გივი ზალდასტანიშვილმა დააგროვა კაპიტალი, შეიძინა სოლიდური საცხოვრებელი სახლები ამერიკასა და საფრანგეთში, პატარა კუნძული კარიბის ზღვაში, სადაც ააშენა სასტუმროები. გივი ზალდასტანიშვილი საქართველოში 62 წლიანი განშორების შემდეგ 1986 წ. დაბრუნდა. 1988 წელს კი მეორედ მეუღლესთან მიშლენ დე'ბიევასთან ერთად ესტუმრა სამშობლოს. ამის შემდეგ მისი ვიზიტები სულ უფრო ხშირი გახდა. გივი ზალდასტანიშვილის უმთავრესი ოცნება ეკონომიკის სფეროში საქართველო–ამერიკის ურთიერთობის დამყარება იყო, რაც 90-იანი წლებიდან მისი საქმიანობის უპირველეს მიზნად იქცა... თუმცა მის წამოწყებას ბევრი, მისთვის გაურკვეველი და აუხსნელი წინააღმდეგობა მოჰყვა, რის გამოც ვერ განხორციელდა მაღალი დონის ბიზნეს პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოში მეცხოველეობის ფერმების დიდი ქსელის დაარსებას, წამლებისა და მედიკამენტების ქარხნის აშენებას და სხვა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად ძმებმა ზალდასტანიშვილებმა ჯონ მალხაზ და ოთარ შალიკაშვილებთან ერთად დაარსეს საზოგადოება "Georgian coaster departament". ამერიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო ურთიერთობა აშშ ქართველი ახალგაზრდობის ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტიც 1966 თავადვე გახდა. აქტიურად მონაწილეობდა რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" დაარსებაში, მაგრამ იქ დიდხანს არ უმუშავია. 1951 წ. ხდება ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემის "The voice of free Georgia"-ს ("თავისუფალი საქართველოს ხმა") რედაქტორი. 1953 წლიდან რედაქტორი ალექსანდრე ცომაიაა, გივი კი სარედაქციო კოლეგიის წევრად აგრძელებს მუშაობას. 1955 წელს მან ალექსანდრე ცომაიასთან, დიმიტრი სინჯიკაშვილთან (სინდიკელი), ს. კაიშაურთან, და გ. ლოლუასთან ერთად ნიუ–იორკში დაარსა გაზეთი "ქართული აზრი", სადაც გივი და ოთარი მუდმივად აქვეყნებდნენ წერილებს. 1974 წლიდან გივი გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი ხდება. 1970 წელს აქტიურად მონაწილეობს პარიზში ქართულენოვანი ჟურნალის "ივერიის" გამოცემაში, რომლის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრია 1990 წლამდე. გივი ზალდასტანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებს, საქართველოდან 1921 წელს გატანილი სახელმწიფო არქივის მოვლისა და დაცვისათვის, საქართველოში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა 1997 წ. 2001 წელს გივი ზალდასტანიშვილმა ამერიკელ პედაგოგ დონალდ თომასთან ერთად თბილისში დაარსა ამერიკული აკადემია – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეძლებს სწავლის წარმატებით გაგრძელებას. გივი ზალდასტანიშვილი 2007 წლის 15 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
gz with keri zaldastani.jpg77.88 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.