Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/21858
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.date.accessioned | 2013-09-06T11:16:27Z | - |
dc.date.available | 2013-09-06T11:16:27Z | - |
dc.identifier.uri | http://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/21858 | - |
dc.description | გადაღების თარიღი უცნობია | en_US |
dc.description.abstract | ოთარ ზალდასტანიშვილი - ინჟინერი, მათემატიკოსი. მსოფლიოს "მერვე საოცრების" "პალმა ჯუმეირას" დამპროექტებელი. დაიბადა თელავში პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მერი ხირსელის ოჯახში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, "აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი" სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაში წავიდა. მალე მას მეუღლე და შვილები – ოთარი და გივი შეუერთდნენ. ოთარ ზალდასტანიშვილმა დაამთავრა პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ სწავლა სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა, 1946 წელს ამერიკაში – ჰარვარდის უნივერსიტეტში. გატაცებული იყო ორი დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას შრომებით. მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში (რაც შემდეგ ძალიან გამოადგა ჯუმეირასათვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შესაქმნელად).ოთარ ზალდასტანიშვილი იყო იულოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუქსის სკოლის კურატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციებს კითხულობდა აეროდინამიკაში, იყო უამრავი თეორიული ნაშრომისა და არაერთი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში). ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასამდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორია, მათ შორის – სასტუმრო "Copley Place" და ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტისა, მასვე ეკუთვნის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში. მისი პროექტებით არის აგებული მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთსა და საფრანგეთში, აშშ მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილას. და ბოლოს ავტორია 2002 წლიდან გახმაურებული ჯუმეირას გენიალური გეგმისა დუბაიში. ოთარ ზალდასტანიშვილი 2005 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე ოთარ ზალდასტანიშვილის სახელი მოზრდილ სტატიათან ერთად შევიდა ამერიკის საცნობარო ხასიათის წიგნში "ვინ ვინ არის" (Who is Who), რომელშიც ამერიკის ყველაზე ცნობილი ადამიანების სახელებია შეტანილი. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | პორტრეტი | en_US |
dc.subject | ზალდასტანიშვილი, ოთარ სოლომონის ძე (1922-2005) | en_US |
dc.subject | ემიგრანტები | en_US |
dc.title | ოთარ სოლომონის ძე ზალდასტანიშვილი | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი | en_US |
Appears in Collections: | ქართველები საზღვარგარეთ |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Zaldastanishvili_01.jpg | 88.28 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.