Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/218955
Title: პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" პრეზენტაცია
Authors: წიკლაური, თამარ
Keywords: ჯგუფური
"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პროექტი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
"პალიტრა L", გამომცემლობა
"კვირის პალიტრა"
პრეზენტაცია
წიგნ-ალბომი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Issue Date: 23-Jun-2016
Description: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა. 24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს. სტუმრებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა მოინახულონ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა. ყველა სტუმარმა საჩუქრად მიიღო პირველი მონეტის ასლი. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი. პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები. პროექტის შესახებ ისაუბრეს: დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მარიკა დარჩია - "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი, გიორგი კეკელიძე - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მაია პატარიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატი, წიგნის თანაავტორი. პრეზენტაციის სტუმრები
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Giorgi_Kekelidze_Qartuli_Monetebis_Oqros_Koleqcia (2).JPG191.1 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.