Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/23087
Title: | გიორგი პაპაშვილის მიერ შექმნილი სკულპტურა |
Keywords: | სკულპტურა პაპაშვილი, გიორგი (1898-1978) ემიგრანტები |
Abstract: | გიორგი პაპაშვილი - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე. 1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მეუღლესთან, ჰელენ უეიტთან თანაავტორობით დაწერილ წიგნს "Anything Can Happen" (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად. მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: "Dogs and People" (1954), "Home and Home Again" (1973) და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული "Yes and No Stories". გიორგი პაპაშვილი იყო შესანიშნავი, აღიარებული სკულპტორი. ძირითადად ქმნიდა ცხოველთა სკულპტურებს. მისი ნამუშევრები ამშვენებს აშშ-ის არაერთი მუზეუმის ექსპოზიციას. ხელოვანი არჩეული იყო რამდენიმე პრესტიჟული საზოგადოების წევრად. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. მის შესახებ ტერმინ-სტატიები შეტანილია რამდენიმე მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ გამოცემაში. პაპაშვილი იხსენიება აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში. |
Description: | გადაღების თარიღი უცნობია |
Appears in Collections: | ქართველები საზღვარგარეთ |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Papashvili.jpg | 80.78 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.