ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/23192
სათაური: გიორგი პაპაშვილის სახლი ამერიკაში
საკვანძო სიტყვები: ემიგრანტები
პაპაშვილი, გიორგი (1898-1978)
რეზიუმე: გიორგი პაპაშვილი - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე. 1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მეუღლესთან, ჰელენ უეიტთან თანაავტორობით დაწერილ წიგნს "Anything Can Happen" (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად. მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: "Dogs and People" (1954), "Home and Home Again" (1973) და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული "Yes and No Stories". გიორგი პაპაშვილი იყო შესანიშნავი, აღიარებული სკულპტორი. ძირითადად ქმნიდა ცხოველთა სკულპტურებს. მისი ნამუშევრები ამშვენებს აშშ-ის არაერთი მუზეუმის ექსპოზიციას. ხელოვანი არჩეული იყო რამდენიმე პრესტიჟული საზოგადოების წევრად. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. მის შესახებ ტერმინ-სტატიები შეტანილია რამდენიმე მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ გამოცემაში. პაპაშვილი იხსენიება აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Papashvili_44.jpg68.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება