Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2324
Title: თამარ გოგოლაშვილი–პაპავა
Keywords: პორტრეტი
ამონაჭერი
გოგოლაშვილი-პაპავა, თამარ სიმონის ასული (1888-1976)
Abstract: თამარ გოგოლაშვილი–პაპავა – მწერალი. დაიბადა ქუთაისში 1888 წლის 24 მარტს, ცნობილი ქართველი მსახიობის სიმონ გოგოლაშვილის ოჯახში. თამარი ძალზე ახალგაზრდა გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. წერდა მოთხრობებს “ქოჩრიანი ტოროლას” ფსევდონიმით. ამავე დროს თანამშრომლობდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალ “თეატრი და ცხოვრება”-ში. ახალგაზრდა მწერალს გზა გაუკვლია ილიასეული “ივერიის” რედაქტორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა. თამარიმ ცალკე წიგნად გამოსცა და თარგმნა ბონზელსის ცნობილი ნაშრომი “ფუტკარი და მაია”. 1923 წლის 12 მაისს თამარ პაპავამ თბილისი დატოვა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მეუღლე აკაკი პაპავა ბერლინში ელოდებოდა. აქედან იწყება მათი უცხოეთში ცხოვრება, ერთობლივი ლიტერატურული და მეცნიერული საქმიანობა. თამარ და აკაკი პაპავები ჰამურგსა და ბერლინში ცხოვრობდნენ. თამარ პაპავა განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ისტორიული ნარკვევები “ისახარის” ფსევდონიმით იბეჭდებოდა პარიზში ედ. პაპავას, ვ. ნოზაძის და ი. მანწკავას ჟურნალ “კავკასიონში”. 1937 წელს პარიზში გამოვიდა თამარ პაპავას წიგნი “დიდი სახეები პატარა ჩარჩოში”. წინასიტყვაობა დაწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. წიგნში გადმოცემულია ქალის განსაკუთრებული როლი ქართულ ისტორიაში. თამარ პაპავა გარდაიცვალა 1976 წლის 21 მარტს, არგენტინაში. დაკრძალეს ლევილში, მეუღლის გვერდით
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gogolashvili_Tamara_recto.jpgრექტო192.81 kBJPEGThumbnail
View/Open
Gogolashvili_Tamara_verso.jpgვერსო146.99 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.