Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2400
Title: გურული მოჯირითე ქრისტინე ცინცაძე ცხენზე შესრულებული ილეთის დროს
Keywords: პორტრეტი
ცხენოსანი
გურულები ამერიკაში
გურული მოჯირითეები
ცინცაძე, ქრისტინე
Abstract: XIX ს-ის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. პირველი გასვლა აშშ-ში შედგა 1892 წელს. ეს ის დროა, როდესაც აშშ სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს ზეიმობდა. ამასთან დაკავშირებით ეწყობოდა გრანდიოზული სანახაობები და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული საუკეთესო ცხენოსნები. ამ მისიით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი თომას ოლივერი, რომელმაც აშშ-ს კონსულისა საქართველოში და იქ მომუშავე ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით ოზურგეთსა და ლანჩხუთში შეკრიბა 10 კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით. აქედან იღებს სათავეს გურული ცხენოსნების ამერიკული თავგადასავალი, რომელიც, დაახლოებით, 30 წელი გაგრძელდა. თავდაპირველად ისინი მარსელში ჩავიდნენ, იქიდან პარიზში, შემდეგ ჰავრში და იქიდან საოკეანო ხომალდით ჩავიდნენ ამერიკაში. ცხენოხნები მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ „შაპიტო ცირკში“ გამართულ სანახაობებში. მაყურებლებისათვის ყველაზე საინტერესო სანახაობად იქცა გურულების ჯირითი, ცეკვა და სიმღერა. ამ ჯგუფში შედიოდა სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი. ისინი ცნობილ "ბუფალო ბილის" ცირკში გამოდიოდნენ და მთელი ამერიკისა და ევროპის გაოცება მოახერხეს საცხენოსნო ოსტატობით. ცხენოსანთა ჯგუფის წევრები მამაკაცების გარდა იყვნენ ქალბატონებიც, ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში ცნობილი იყო პრინცის ტიტულით. ყველაზე ცნობილი შოუ, სადაც კი გურულებს მოუწიათ გამოსვლა, იყო ბაფალო ბილის "უაილდ უესთ" (Wild West) შოუ - ველური დასავლეთის შოუ. იმ დროისათვის ასეთი წარმოდგენები სიახლე იყო მაყურებლისათვის. ამ შოუს იმთავითვე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. გურულ ვაჟკაცებს არც ქალბატონები უდებდნენ ტოლს ცხენოსნობაში. ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. პირველი გურული ქალბატონები, რომლებიც ამერიკაში მოხვდნენ, იყვნენ ფრიდა მგალობლიშვილი, დები მარო და ბარბარე ზაქარეიშვილები, ქრისტინე ცინცაძე. გურული ცხენოსნების გამოსვლებს ამერიკაში ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები უილსონი და თეოდორ რუზველტი. ეს უკანასკნელი ისე აღფრთოვანდა მოჯირითე გიორგი ჩხაიძის ოსტატობით, რომ მას სამახსოვროდ ოქროს ბეჭედი და ლანგარი გადასცა, რომელზეც გამოსახულია ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტი.
Description: ქრისტინე ცინცაძე - ქართველი ცხენოსანი ქალი. 1890-იანი წლებში იმყოფებოდა აშშ-ი და მონაწილეობას ღებულობდა "WILD WEST" შოუში.
Owner: ზურაბ თედორაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Cincadze Qristine_reqto.jpgრექტო110.62 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.