ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/240
სათაური: ვლადიმერ (ლადო) ასათიანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ასათიანი, ლადო (ვლადიმერ) მელქისედეკის ძე (1917-1943)
რეზიუმე: ლადო ასათიანი - პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. ლადო ასათიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
asatiani lado.+.jpg133.64 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება