Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/24623
Title: დავით და თამარ ყიფშიძეები
Keywords: ჯგუფური ფოტო
ყიფშიძე, თამარ
ყიფშიძე, დავით (1902-1957)
Abstract: დავით ყიფშიძე - დაიბადა 1902 წელს სოფელ ალავერდში (ზესტაფონის რაიონი). 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1925 წელს დაასრულა პედაგოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის კურსი. 1925-1927 წლებში დ. ყიფშიძე იყო სოფ. კიცხის გლეხთა და ახალგაზრდობის სკოლის გამგე. 1927-1932 წწ. მუშაობდა ქ.ზესტაფონში საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ. 1932-1934 წწ. სწავლობდა ქ.ლენინგრადის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1934-1937 წლებში ქ.ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა პედაგოგიკის ისტორიას. 1937-1938 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. 1938 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის თებერვლამდე დ.ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. 1942 წლიდან 1949 წლამდე – საქართველოს სსრ პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი. 1947 წელს დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგედ და გარდაცვალებამდე შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის კათედრის დოცენტად. 1947 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია თემაზე: “პედაგოგიკის საგანი”, რისთვისაც მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დ.ყიფშიძე სისტემატურად თანამშრომლობდა პედაგოგიურ პრესაში, მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებზე.
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ლადო ხუნდაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
davit_kipshidze_Tamar kipshidze.jpg159.76 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.