Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2481
Title: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და კარპე მუმლაძე
Other Titles: ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი)
მუმლაძე, კარპე (1912-2001)
Keywords: ჯგუფური ფოტო
საეკლესიო სამოსი
კათალიკოს-პატრიარქი
რუსთავი
მწერალი
Issue Date: 1989
Abstract: ილია II (კათოლიკოს-პატრიარქი)- უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. კარპე მუმლაძე - მწერალი და საზოგადო მოღვაწე. კარპე მუმლაძე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მოვიდა ქართულ მწერლობაში. მისი პირველი მოთხრობა „დაგვიანებული წერილი“ 1948 წელს გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა ომის თემაზე და ქ. რუსთავის მშრომელი ადამიანების ცხოვრებაზე მოთხრობები, წიგნები: „ყირიმის მიწაზე“, „მეფოლადის სიყვარული“, „ელაპარაკეთ ბუდაპეშტს“ და სხვ. კარპე მუმლაძე ათეული წლების მანძილზე ქ. რუსთავში და შემდეგ ქვემო ქართლში ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დაჩაგრულიყო ქართული ენა, ძლიერი ყოფილიყო ქართული მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა და ქორეოგრაფია, ქართული თეატრი და საერთოდ, ყოველივე ქართული. 1959 წელს ჟურნალმა „დროშამ“ გამოაცხადა დიდი ლიტერატურული დახურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც მხცოვანი გამოჩენილი მწერლები, ასევე საშუალო და ახალი თაობა. კარპე მუმლაძეს მიენიჭა მეორე პრემა მოთხრობისათვის „თქვენ რას იტყოდით“. კარპე მუმლაძის სახელობისაა სოფელ მანდაეთის საშუალო სკოლა და ქ. რუსთავის ერთ-ერთი ქუჩა. იგი იყო ქვემო ქართლში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ჟუნალ-ალმანახის „ჩირაღდნები“ მთავარი რედაქტორი.
Description: რექტოზე გამოსახულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ქალაქ რუსთავში, პირველი ეკლესიის მშენებლობს დაწყების დროს. ფოტო გადაღებულია ქალაქ რუსთავში 1988-1989 წწ.
Owner: მიხეილ მუმლაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Ilia II da Mumladze Karpe.jpgრექტო159.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.