Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2484
Title: ანტონი (ერისკაცობაში დავით ილიას ძე კახთ–აბაშიძე)
Keywords: პორტრეტი
საეკლესიო სამოსი
წმინდანი
კახთ–აბაშიძეები
კახთ–აბაშიძე, დავით ილიას-ძე (1867-1942)
Abstract: ანტონი (აბაშიძე, დავით ილიას-ძე)- უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანად შერაცხული ანტონ აბაშიძე. იგი ეკუთვნოდა აბაშიძეთა თავადურ საგვარეულოს. 1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ოდესის ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის პერიოდში, 1891 წელს, დიმიტრის სახელით ბერად აღიკვეცა. 1896 წელს აკადემია დაამთავრა და იმავე წელს ტფილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად დაინიშნა. სემინარიის მოსწავლეთა შორის იოსებ ჯუღაშვილიც იყო, რომელთან ურთიერთობამაც, როგორც ამბობენ, აბაშიძე 30-იანი წლების რეპრესიებს გადაარჩინა. 1900 წელს ალექსანდრეს სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. 1902 წლიდან ალავერდელი ეპისკოპოსის , ქართული საეგზარქოსოს ვიკარიუსის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობებს ასრულებდა. 1903 წლიდან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსია, 1905 წლიდან ბალტიის ეპისკოპოსი, ხოლო 1906 წლის იანვრიდან - თურქესტანისა და ტაშკენტის ეპისკოპოსი. 1912 წლიდან გადმოიყვანეს ყირიმში, თავრიდელ-სიმფეროპოლელ ეპისკოპოსად. 1915 წელს არქიეპისკოპოსის რანგში აამაღლეს. 1917 წელს ანტონ აბაშიძემ კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა მიიღო. იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მოწინააღმდეგე. 1919 წელს თანამშრომლობდა თეთრგვარდიელებთან, დენიკინთან და ვრანგელთან. 1923 წელს იგი დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, მაგრამ სტალინის ჩარევის შემდეგ აკმარეს მინიმალური სასჯელი. 2 წელი იჯდა ციხეში და იქ დაკარგა მხედველობა. უსინათლო გამოუშვეს ციხიდან.1926 წელს კიევო–პეჩორის ლავრაში, პეჩორის წმიდა მამათა საძვალეებთან მრავალდღიანი ლოცვის შემდეგ იქმნა სასწაული – უფალმა ნაწილობრივ აღუდგინა მეუფეს მხედველობა. 1927 წელს მიტროპოლიტმა სერგიმ საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობის დეკლარაცია გამოაქვეყნა. ანტონ აბაშიძე ა. ჟურაკოვსკისთან ერთად ითვლება ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო, ანტისერგიანული მოწოდების - К чадам Русской Церкви-ავტორად. 1928 წლიდან დიდ სქიმაშია ანტონის სახელით. 1931 წელს კიევო-პეჩორის ლავრა დაიკეტა, საძმო განიდევნა მონასტრიდან. 1933 წელს მეუფე ანტონი დააპატიმრეს. შემდეგ, საგანგებო დადგენილებით გაათავისუფლეს. ცხოვრობდა კერძო ბინებზე. ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს. ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად. 1937-41 წლებში ერთადერთი მღვდელთმთავარია კიევში. 1941 წლის სექტემბერში, გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა ლავრა აამოქმედება. ანტონი გადასახლდა ამოქმედებულ მონასტერში და 1942 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, დაკრძალულია იქვე. 2011 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.
Owner: ელენე თურქაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Kaxt-Abashidze_Antoni_recto.jpgრექტო453.11 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.