Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/25611
Title: ნადეჟდა ამირეჯიბი
Authors: განკევიჩი, პეტრე
Ганкевич, Петр П.
Keywords: პორტრეტი
ამირეჯიბი, ნადეჟდა რევაზის ასული
Issue Date: 11-Apr-1889
Abstract: ნადეჯდა ამირეჯიბი - დედა -ელისაბედ (ლიზა) გიორგის ასული მაისურაძე-ამირეჯიბი, მამა-რევაზ დიმიტრის ძე ამირეჯიბი, მეუღლე - ცნობილი მწერალი პოლიო ირეთელი, ნადეჯდა ამირეჯიბის მამული იყო ქართლში, ამირეჯიბების სოფელ ავლევში, მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. შემდეგ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, იყო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, იცოდა უცხო ენები, იყო ლიტერატურის მოყვარული და კარგი მცოდნე, განათლებული, შინაგანად დახვეწილი ბუნების, გამორჩეული გარეგნობის მქონე, უმშვენიერესი ქალბატონი. ნადეჯდა ამირეჯიბის და მისი მეუღლის მწერალ პოლიო ირეთელის ოჯახში თბილისში კერესელიძის ქუჩაზე, იკრიბებოდნენ მათი მეგობრები; გალაქტიონ ტაბიძე, შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, გიორგი ქუჩიშვილი, ცნობილი ქართველი მოღვაწე და მწერალი იოსებ იმედაშვილი, მსახიობი ვიქტორ ნინიძე, მიხეილ წულუკიძე, ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი და სხვა. ნადეჯდა ამირეჯიბის პაპა გიორგი მაისურაძე იყო პირველი ქართველი მხატვარი რეალისტი და პირველი ქართველი რომელმაც განათლება მიიღო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, დიდი რუსი მხატვრის კარლ ბრიულოვის-სახელოსნოში. 1931 წელს გარდაიცვალა ნადეჯდა ამირეჯიბის მეუღლე პოლიო ირეთელი მაშინ მათი ქალიშვილი ცეცილია კალანდაძე 16 წლისა იყო. ნადეჯდა ამირეჯიბი მეუღლესთან პოლიო ირეთელთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე.
Description: ფოტო გადაღებულია თბილისში
Owner: მარინა ელიოზიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
eliozishvili_005_recto.jpgრექტო205.59 kBJPEGThumbnail
View/Open
eliozishvili_005_verso.jpgვერსო221.42 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.