Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/269036
Title: პეტროს ადამიანი
Keywords: პორტრეტი
ადამიანი, პეტროს
მსახიობი
Abstract: პეტროს ადამიანი - სომეხი მსახიობი, პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მისი თანამედროვე რუსი კრიტიკოსების თანახმად ჰამლეტისა და ოტელოს მისეული განსახიერებები მას მსოფლიოს უდიდეს ტრაგიკოსთა რიგში აყენებს. ადამიანს დედა ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში გარდაეცვალა (წლინახევრის იყო). მისი სამსახიობო კარიერა 1866 წელს დაიწყო კონსტანტინოპოლის სომხურ თეატრში. 1879 წლიდან ის ბაქოში, შუშაში, ალექსანდრაპოლში და ტფილისში გამოდიოდა. 1880-იან წლებში, როცა ოსმალებმა ეროვნული უმცირესობების დევნა დაიწყეს, ადამიანი რუსეთის და უკრაინის ქალაქებში გასტროლებს მართავდა სომხურ და ფრანგულ ენებზე შესრულებით. 1888 წელს რუსი თეატრალური კრიტიკოსი „ოდესკი ვეტნიკში“ წერდა: „არა პოსარტი, არა როსი, არა ბარნაი, არც ერთ ევროპელ მსახიობს, რომელიც რუსეთს წვევია, მოუცია ჩვენთვის ასეთი აბსოლუტური, არტისტულად სრული ჰამლეტი, როგორც ბატონმა ადამიანმა გააკეთა“. 1888 წელსვე ის კონსტანტინოპოლში ბრუნდება. ამ პერიოდის მის საუკეთესო როლებს შორისაა: მეფე ლირი, არბენინი (ლერმონტოვის „მასკარადი“), ხლესტაკოვი (გოგოლის „რევიზორი“), მიქაელი (სუნდუკიანის „კიდევ ერთი მსხვერპლი“) და სხვ. ადამიანი ყელის კიბოთი გარდაიცვალა რუსულ საავადმყოფოში. ადამიანის სახელს ატარებს თბილისის სომხური დრამატული თეატრი პეტროს ადამიანი როლებში: ჰამლეტი და მეფე ლირი
Owner: მანანა ქუთათელაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
petros adamiani.JPG147.5 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.