Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/270911
Title: მოგონებები
Authors: მელიქიშვილი, ვასილ
Keywords: მელიქიშვილი, ვასილ
მეორე მსოფლიო ომი
მოგონებები
Abstract: ვასილ მელიქიშვილი 1942 წელს, ქერჩში იბრძოდა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს და მიწა მიაყარეს. მტრის ჯარისკაცები დაღუპულთა გვამებმა შეაწუხა და მათ გადასატანად საბჭოთა ტყვეები დაიხმარეს. უკვე დამარხული ვასილ მელიქიშვილი ცოცხალი აღმოაჩინეს და სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად გამოკეტეს. გერმანელი ჯარისკაცებისგან ჩუმად, მას უკრაინელი მარი ხარჩენკო მკურნალობდა. მოგვიანებით, ჯარისკაცი გერმანიაში, სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ტყვეობიდან გამოიპარა, 15 დღე ტყე-ტყე ირბინა და პოლონეთში გადავიდა. პოლონელების ერთმა ოჯახმა დააპურა, მეორეში თავშესაფრის საძიებლად მისული კი ისევ გერმანელებს დაუბრუნეს. ტყვეობაში სახეში დაიჭრა, ჭრილობა ჯარისკაცების საკვები ”სუხარებით” ამოუშრეს. ამჯერად, ის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა. როგორც მოგონებებში იხსენებს, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსული, სულ 25 კილოს იწონიდა. სამშობლოში დაბრუნებულს ქვეყნის ღალატისთვის გადასახლებას უპირებდნენ, მაგრამ უჩვეულო ისტორიის გამო, გადარჩა. მას საპატიო სტუმრებსაც აცნობდნენ, როგორც ომში მოკლულს, დამარხულს და გადარჩენილს. აღსანიშნავია, რომ ბატონი ვასილი საქართველოში დაბრუნების შემდეგაც არ ივიწყებდა ყოფილ თანამებრძოლებს. მისი ხელშეწყობით, ქერჩის მემორიალი შეკეთდა. ტყვედ ჩავარდნამდე, მამისონის უღელტეხილზე, მეკავშირედ გაგზავნეს და სატელეფონო კავშირის აღდგენისას, სამი თანამებრძოლი ზვავში დაეღუპა. მან ადგილი მონიშნა და უკვე დაბრუნებული, შოვში ოჯახით დასასვენებლად მიდიოდა, რომ თანამებრძოლების დაღუპვის ადგილი ჩუმად ეძებნა. წლების ძებნის შემდეგ, ეს ადგილი იპოვა და მემორიალი დადგა. ბატონი ვასილი დაკარგული თანამებრძოლების ოჯახებს მათი ამბის დაზუსტებაშიც ეხმარებოდა. არანაკლებ საინტერესოა მისი მეუღლის, თამარის ისტორიაც. თამარ მელიქიშვილმა, მეუღლის დაკარგვის ცნობის მიღების შემდეგ, ომში წასვლა გადაწყვიტა. მან ერთი წლის ვაჟი ქმრის მშობლებს დაუტოვა და ფრონტის ხაზზე გაემართა, სადაც ომის დასრულებამდე ისე იბრძოდა, ქმრის გადარჩენის ამბავი არც იცოდა. ომიდან დაბრუნებულებს და ხელახლა ”გაცნობილებს” ორი შვილი შეეძინათ. მოგვიანებით, ბატონმა ვასილ მელიქიშვილმა ამ ამბავზე დოკუმენტური მოთხრობაც დაწერა ”დამარცხებული სიკვდილი”.
Owner: იზო მელიქიშვილი
Appears in Collections:წერილები ფრონტიდან

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Meliqishvili.pdf25.56 MBAdobe PDFThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.