Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/280361
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorЕгор-
dc.coverage.spatialმანგლისიen_US
dc.coverage.spatialდაბა მანგლისი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე. მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით. აღსანიშნავია ბედენის პლატოზე გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის ყორღანები. ადრინდელ ანტიკურ ხანაში მანგლისის ადგილზე მნშვნელოვანი დასახლება იყო. შემდგომ ხანებში მანგლისის დაწინაურებას აქ გამავალმა გზამ შეუწყო ხელი, რომელიც შიდა ქართლს სახმრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან აკავშირებდა. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. პირველი ეკლესია აქ IV საუკუნეში ააგეს.ლეონტი მროველის ცნობით IV საუკუნის პირველ ნახევარში მანგლისი ქალაქია და იგი თბილისთან, უჯარმასთან, ბოლნისთან და რუსთავთან ერთად ქართლის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. V საუკუნიდან მანგლისი საეპისკოპოსოს ცენტრია. შემდგომში ადმინისტრაციული ერთეული - მანგლისის ხევი ყალიბდება, რომლის ცენტრი მანგლისია. X საუკუნეში იგი კლდეკარის ერისთავთა ხელშია, XI საუკუნის ბოლოდან სამეფო ხელისუფლებას ემორჩილება, XV საუკუნიდან კი ფეოდალუური ერთეულის - საბარათიანოს შემადგენლობაშია. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გამუდმებული ომების შედეგად ეს ტერიტორიები გაუკაცრიელდა და თურქმენული ტომების საძოვრებად იქცა, მანგლისმაც თავისი ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა. XIX საუკუნეში აქ რუსული არმიის ერთ-ერთი პოლკი იდგა. ამავე პერიოდში გადამდგარმა სამხრეთ მოსამსახურეებმა ახალი დასახლება შექმნეს. მანგლისის განაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი - მანგლისის სიონი. იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი გეგმით ტეტრაკონქია. IV საუკუნის 30-იან წლებში მანგლისის სიონის ადგილას მდგარა ქვის ეკლესია, რომლის ნაცვლად V საუკუნის II ნახევარში ახალი ეკლესია ააგეს. XI საუკუნის I მეოთხედში, გიორგი I-ის დროს, ტაძრის არქიტექტურა ძალიან შეიცვალა.-
dc.date.accessioned2018-10-02T18:54:38Z-
dc.date.available2018-10-02T18:54:38Z-
dc.date.issued1982-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/280361-
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectჭოლაძე, შოთა ვლადიმერის ძე (1945)en_US
dc.subjectკურორტი მანგლისიen_US
dc.subjectКурорт МАНГЛИСИen_US
dc.subjectთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიen_US
dc.subjectთეთრიწყაროს რაიონიen_US
dc.subjectედიბერიძე, კოლია-
dc.subjectქაშიბაძე, ვიტალი-
dc.subjectბობოხიძე-
dc.subjectუკლება, გონერი-
dc.subjectდოლაბერიძე, თამაზი-
dc.titleდამსვენებლები კურორტ მანგლისში, ქვემო ქართლიen_US
dc.title.alternativeშეხვედრა წარსულთანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
29_n.jpgრექტო75.21 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.