Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282770
Title: | ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძე, იგივე ნიკოლოზ პეტრეს ძე არჯევანიძე, ანუ რუსი კოლა |
Keywords: | აბაშიძე, ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე(1898 – 1973) |
Description: | ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძე, ანუ რუსი კოლა(1898წ. 10 აპრილი(ნათლობა – 26 აპრილი), ქალაქი თბილისი – 1973წ. 21 ნოემბერი, ქალაქი ხაშური, ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სასაფლაო) – თავად დიმიტრი/მიტო/მიტუშა ლევანის ძე აბაშიძისა და გლეხის, ქსენია ივანეს ასულ ფომენკოს, მრუშობის გზით გაჩენილი ნაბიჭვარი. ნიკოლოზი დაიბადა თბილისში და მოინათლა თბილისის ალექსანდრე ნეველი ტაძარში. თავად დიმიტრი აბაშიძის ვაჟის ნათლიები იყვნენ: სამეფო კარის მრჩეველი სვიმონ ვასილის ძე მიშენკო და კაზაკის მეუღლე ალექსანდრა ივანეს ასული გოლუბნიჩენკო. მიტუშა აბაშიძემ საკუთარი ვაჟის გაზრდის უფლება საყვარელს არ მისცა, ნიკოლოზი ხაშურში ჩაიყვანა და ბავშვი თავისი უშვილი გლეხების კომლს მიაბარა. ნიკოლოზი აღზარდეს პეტრე მათეს ძე არჯევანიძემ, მისმა მეუღლემ – ელისაბედ საბას ასულ ნოზაძემ და პეტრეს შუათანა ძმის, ესტატეს, ანუ ტატოს, ცოლმა – ოლღა იმედას ასულ ჭადაშვილმა. ამასთან, აღნიშნულ ორ ქალბატონს უდიდესი ამაგი აქვს გაწეული არა მარტო ნიკოლოზის, არამედ ნიკოლოზის ყველა ბავშვის წინაშე. მიტუშას ვაჟის მეუღლე გახლდათ სოფიო(სონა) ყარამანის ასული ყიფშიძე, სახალხო მკურნალის, ანა, ანუ ნინო(ნუშო), პეტრეს ასულ კვინიკაძის, უმცროსი შვილი(1898წ. 21 მარტი – 1977წ. 1/2 იანვარი). კოლასა და სონას ქორწილი შედგა ხაშურში, ზემოჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, 1919 წლის 19 იანვარს. აღნიშნულ წყვილს შეეძინა 8 ბავშვი: პეტრე(1919წ. 7 დეკემბერი – დაიღუპა ბავშვობაში), მიხეილი/მიშა(1921წ. – სამამულო ომში 1943 წელს უგზოუკლოდ დაკარგული), თამარი(1923წ. 5 მარტი – 1924წ. 4 ოქტომბერი), მერი(1925წ. 8 აპრილი – 1977წ. 8 მაისი), გურგენი(1927წ. 27მარტი – 1979წ. 6 სექტემბერი), თენგიზი/ბონდო(1930წ. 5 ნოემბერი – 2010 წ. 22 სექტემბერი), ლენა/ლეილა/ელენე(1934წ. 24 აპრილი), ნაზი/ზანი(1940წ. 1 ივნისი). ნიკოლოზ დიმიტრის ძე აბაშიძემ დაამთავრა ხაშურის ორწლიანი სასულიერო სემინარია და მთელი თავისი ცხოვრება განვლო არა როგორც ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძემ, არამედ როგორც ნიკოლოზ პეტრეს ძე არჯევანიძემ. უფრო მეტიც! რუსი კოლას შვილიშვილმა, ნიკოლოზ გურგენის ძემ – საქართველოში მცხოვრებმა თავადური მოდგმის აბაშიძეების ერთადერთმა კაცმა წარმომადგენელმა ქართლის შტოდან, 2019 წლის 7 დეკემბერს ჩაიტარა სასქესო ქრომოსომის გამოკვლევა ამერიკაში და მოგვცა შემდეგი ჰაპლოიდური ჯგუფი: J2a - Y13341. მოგვიანებით, 2020 წლის ბოლოს, ამერიკაში შესწავლილ იქნა ზემოთაღნიშნული ადამიანის არასასქესო საგვარეულო ძაფებიც. მოცემული გამოკვლევით ნიკოლოზ აბაშიძეს(არჯევანიძეს) აღმოაჩნდა 8%-მდე უცხოური სისხლი და ნათესაური კავშირი გიორგი ზაქარიას ძე მაჩაბელთან, იმერეთის მეფის, გიორგი VII-ისა, და ქართ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის, შთამომავალთან. |
Owner: | ზურაბ ჭიქაბერიძე |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Zurab_Chikaberidze_16.jpg | 160.03 kB | JPEG | ![]() View/Open | |
Zurab_Chikaberidze_17.jpg | 111.81 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.