Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2889
Title: ნიკოლოზ აპოლონის ძე აბაშიძე
Keywords: პორტრეტი
აბაშიძეები
აბაშიძე, ნიკოლოზ აპოლონის ძე (1897–1965)
Abstract: ნიკოლოზ აპოლონის ძე აბაშიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1907–1917 წლებში სწავლობდა ხონის გიმნაზიაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. რევოლუციის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. 1926 წლიდან 1935 წლამდე იყო ქ. ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი. აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე. 1935–1952 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ბაქტერიოფაგები ს ინსტიტუტში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მას წილად ხვდა 1936 წელს დაეწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა საბურთალოზე: შეადგინა ინსტიტუტის პირველი საწარმოო გეგმა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ახალი ინსტიტუტის მშენებლობას; ასევე მისი მონაწილეობით მოხდა 1949 წელს საკავშირო ჯანსახკომის სამეცნიერო საბჭოში ამ გეგმის დაცვა და დამტკიცება. 1941 წლიდან მუშაობდა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ საწარმოო დარგში. იყო მეორე რანგის სამხედრო ექიმი. 1952–1965 წლამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი. საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის 1942 წელს დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით „საპატიო ნიშნით“, 1945 წელს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, 1946 წელს მედლით „თავდადებული შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941–1945 წწ.“ 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. იყო სამეცნიერო შრომების და მონოგრაფიების ავტორი
Description: გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ნიკოლოზ აბაშიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Abashidze_ Nikolozi.jpgრექტო44.83 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.