ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/292907
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.spatialთბილისი საოპერო სტუდია - 1952 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიაში მესამედ, 1924 და 1936 წლების შემდეგ, გაიხსნა საოპერო სტუდია, რომელიც არის ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. საოპერო სტუდიაში წლების მანძილზე აღიზარდნენ საუკეთესო ვოკალურ-საშემსრულებლო და სამსახიობო მონაცემების მქონე ნიჭიერი მომღერლები, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოში მოღვაწეობენ და სახელს უხვეჭენ, როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე იმ ვოკალურ სკოლასაც, რომელმაც განაპირობა მათი მაღალი რანგის პროფესიონალებად ჩამოყალიბება. საოპერო სტუდიის „კურსგავლილ“ მომღერალთა შორის არიან: ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, თენგიზ მუშკუდიანი, მედეა ამირანაშვილი, ლამარა ჭყონია, თეიმურაზ გუგუშვილი, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, თამარ ივერი (ჯავახიშვილი), ლიზა მარტიროსიანი, ალა სიმონიშვილი, ნინო მაჩაიძე, ნინო სურგულაძე, გია ონიანი, მამუკა ლომიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, ანიტა რაჭველიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, მიხეილ ქირია, სოფიო მჭედლიშვილი, გოჩა აბულაძე და სხვ. ახალგაზრდა ვოკალისტ-შემსრულებელთა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით: გამოჩენილ ქართველ დირიჟორს, კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს გრიგოლ კილაძეს, დირიჟორებს: ზაქარია ხუროძეს, დიდიმ მირცხულავას, რევაზ ტაკიძეს, გ. აზმაიფარაშვილს, ნ. ჭიაურელს, ზაზა აზმაიფარაშვილს, გოგი ჭიჭინაძეს; სამსახიობო ოსტატობის დაუფლებაში უდიდესია რეჟისორების ნოდარ ჯაფარიძის, გივი გაჩეჩილაძის, მაია გაჩეჩილაძის, ზაზა აღლაძის და ლელა გვარიშვილის როლი. განსაკუთრებულ ფაქტად კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მატიანეში უნდა ჩაითვალოს ქართულ ენაზე ოპერების - დ. ჩიმაროზას „საიდუმლო ქორწინების“, ჯ. ვერდის „აიდასა“ და რ. ლეონკავალოს „ჯამბაზების“ დადგმა გამოჩენილი რეჟისორების კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის სცენური ინტერპრეტაციით. 11 წლიანი პაუზისა და ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ (1989-2000 წწ.), კონსერვატორიაში შესაძლებელი გახდა საოპერო სტუდიის მთელი ძალით ამუშავება. საოპერო სტუდიას უკვე აქვს უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით აგებული საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი, აუდიტორიები, სადაც სტუდენტები ინტენსიურად ეუფლებიან საოპერო მომზადების ხელოვნებას. სპექტაკლების სცენური განხორცილება ხდება წელიწადში ორჯერ (ნოემბრისა და მარტის თვეებში) სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე. 2000 წლიდან დღემდე შესაძლებელი გახდა მთელი რიგი პროექტების განხორციელება: კონსერვატორიისა და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი გ.ფ. ჰენდელის „ამადიჯი“ (2003, რომლის დამდგმელი რეჟისორი და დირიჟორი გახლდათ ვერენა და კორნელია ფონ კერსენბროკები), კონსერვატორიისა და „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“, ექსიმ-ბანკის ერთობლივი პროექტი გ. დონიცეტის „დონ პასკუალე“ (2004). კონსერვატორიისა და იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი პროექტი ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი (2005). აგრეთვე კონსერვატორიისა და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთობლივი პროექტი „საოპერო სტუდია ოპერის თეატრში“, სადაც გაიმართა ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“ და ჯ. ვერდის „ტრავიატა“. საოპერო სტუდიას მჭიდრო კონტაქტი აკავშირებს რუსთავის დრამატულ თეატრთან, სადაც ჩატარებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილის „დაისი“, ვ.ა. მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ და გ. დონიცეტის „ დონ პასკუალე“. აგრეთვე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც წარმოდგენილი იყო გ. დონიცეტის „დონ პასკუალე“, „სიყვარულის ნექტარი“ და ვ.ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“.en_US
dc.date.accessioned2019-02-25T12:31:17Z-
dc.date.available2019-02-25T12:31:17Z-
dc.date.issued1965-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/292907-
dc.descriptionფოტო, 1980 წელს, იუზა ქუთათელაძეს ნასახსოვრები აქვს ბორის მელაძისთვის წარწერით: "ჩემს კარგ მეგობარს, კარგ ადამიანს, დიდებული ხმის მქონე და დიდ მოქალაქეს ბორიას". ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.en_US
dc.description.abstractიუზა ქუთათელაძე (17.09.1931) - მომღერალი, პედაგოგი. 1960-1965 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის მომღერალი; 1965-1969 წწ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიის სოლისტი (ბანი); 1970 წლიდან ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectსტუდიური ფოტოen_US
dc.subjectქუთათელაძე, იუზა (1931)en_US
dc.subjectსაოპერო სტუდიაen_US
dc.subjectზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი-
dc.subjectქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი-
dc.subjectსოლისტი (ბანი)-
dc.subjectშარლ გუნოს ოპერა "ფაუსტი"-
dc.subjectმეფისტოფელი-
dc.subjectროლი-
dc.titleიუზა ქუთათელაძე - მეფისტოფელის როლში, შარლ გუნოს ოპერა "ფაუსტი"en_US
dc.title.alternativeმელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderბორის (მორის) მელაძეen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
B. MELADZE 0053.jpgრექტო97.06 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება