ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293250
სათაური: დავით ბადრიძე
სხვა სათაური: მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ბადრიძე, დავით გიორგის ძე (1899-1987)
სოლისტი (ლირიკული ტენორი)
საქართველოს სახალხო არტისტი
მომღერალი
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: დავით ბადრიძე (04.04.1899, ქუთაისი - 26.01.1987, მოსკოვი) – მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო: თბილისის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. მღეროდა ეკატერინბურგის, თბილისის, მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957-1958, როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბადრიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962-იდან ბადრიძე თბილისის ვ. სარაჯისვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო (1972-დან პროფესორი). 1967-1970 წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის. ბადრიძეს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა. შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში (უპირატესად ქართული რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, 1944).
აღწერილობა: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი დავით ბადრიძე. ფოტო გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელამა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარაო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.
მფლობელი: ბორის (მორის) მელაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
B. MELADZE 0043.jpgრექტო127.8 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება